"ღიმილის ბიჭების" რეალური ისტორია - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და წლების შემდეგ ფილმის სცენარი დაწერა
ერთი ცნობილი ქართული ფილმის რეალური ისტორია გვინდა გიამბოთ, რომლის რეჟისორი რეზო ჩხეიძეა, ხოლოს ცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი. "ღიმილის ბიჭები" ბევრისთვის საყვარელი ფილმია. 1968 წელს გადაღებული სურთის გმირები მაყურებელს დღემდე უყვარს. "ღიმილის ბიჭები" წელს 50 წლის გახდა და მისი გახსენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
თბილისელმა ბიჭებმა, რომლებმაც ის იყო სკოლა დაამთავრეს, II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს, საკუთარი ოცნებები გვერდზე გადადეს, ახლობლებს გამოემშვიდობნენ და ომის ქარცეცხლში ჩაებმნენ. სწორედ იქიდან დაიწყო კიდეც მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც განცდებით, უმძიმესი წუთებითა და საათებით იყო სავსე. ჰოდა, გუშინდელი ღიმილის ბიჭები მძიმე ხვედრის მქონე მებრძოლებად გარდაისახნენ.
ასე რომ, სცენარის ავტორს არაფერი მოუგონია, ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და ფილმში ასახული ამბავიც იმ ომს მიუძღვნა, რომელმაც მას და არამარტო მას სერიოზული კვალი დააჩნია.
აი, რას წერდა სულიკო ჟღენტი თავის მოგონებებში:
"ეს ჩემი თაობის ისტორიაა. "ღილმის ბიჭების" გმირები ჩემი თანაკლასელები არიან, X ა კლასიდან. ჩემს ყმაწვილურ მახასიათებლებს სამუდამოდ შემორჩა კლასელებთან გატარებული გამოსშვები საღამო - უდარდელ მხიარულებას მეორე დღეს, 1941 წლის 22 ივნისის დილას დიდი სამამულო ომის დაწყება მოჰყვა. მე და ჩემი თანაკლასელი ბიჭები ომში წავედით. შემდეგ იყო პირველი ბრძოლები, სანგარში დაღუპული მეგობარი, პირველად პირისპირ შეყრა სიკვდილთან და უცნაური გრძნობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვა - გარდაცვლილი ჯარისკაცის ხელის სითბო. დაჭრილ მეგობარს ჩავუყავი ხელი, გული აღარ უცემდა, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა. მახსოვს ხელის სითბო მოკლული ჯარისკაცისა, იმ სითბოს მთელი ცხოვრება თან დავატარებდი.
შემდეგ მძიმედ დავიჭერი, ნაწილში არავის ეგონა, თუ სიკვდილს გადავრჩებოდი, ტყვია გულს სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით აცდა. ერთი დღე სანგარში უგონოდ ვიწექი. დაღუპულად ჩამთვალეს. მეორე დღეს, როდესაც ცხედრებს მიწას აბარებდნენ, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი ვიყავი, რუსეთის რომელიღაც ჰოსპიტალში მომათავსეს, შემდეგ შვებულებით სახლში გამომიშვეს. სოფელში დედა მივლიდა - ხალხური წამლებით მკურნალობდა. იხილეთ სრულად