პირველი ღამის უჩვეულო და შოკისმომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან | Allnews.Ge

პირველი ღამის უჩვეულო და შოკისმომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და თავისებურად უნიკალურია. თითოეულ მათგანს გააჩნია უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს მაინც სხვა ერების პირველი ღამის საქორწინო რიტუალები იწვევს.

ზოგიერთი ადათ-წესი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შეიძლება უცნაურად კი მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია რომ ეს მათ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის და უნდა აღინიშნოს რომ ბევრი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც უშუალოდ სექსთან და გამრავლებასთან არის დაკავშირებული ამ ერებში დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ერების პირველი საქორწინო ღამის თავისებურებებს, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოების დიდ ნაწილს კულტურულ შოკში აგდებს.

რუანდა: ბაჰუტუს ტომი

2022091713171386669-1683969584.jpg

ოჯახური ბედნიერების გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ბაჰუტუს ტომში ახალდაქორწინებულები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ.

ამასთან, არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც მეუღლეები ერთმანეთისთვის აწესებენ: თუ ცოლი სახლში მეუღლისთვის რაიმე ნივთის სროლას გადაწყვეტს, ეს მან უსიტყვოდ უნდა აიტანოს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი, შესრულებული მოვალეობის განცდით მამის სახლში ბრუნდება და ასე გრძელდება მთელი კვირა, რაც საბოლოოდ, სიყვარულის აქტით გვირგვინდება. ამ ჩვეულების თანახმად, მეუღლეები ერთმანეთზე მთელ ნეგატიურ ემოციას აფრქვევენ და შემდეგ ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ.

ჩრდილოეთ აფრიკა: რეპეტიტორების მოწვევა

2022091713240186669-1683969636.jpg

ბერბერები - ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ხალხის საერთო სახელია, რომლებმაც ისლამი VII საუკუნეში მიიღეს, ისინი ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების თანახმად, ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ პირველი საქორწინო ღამის გატარება რამდენიმე წყვილის კომპანიაში ევალებათ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის სიბრძნეებსაც აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღეს გრძელდება.

სლავური ტომები

russian-wedding-1-1621681935-1683970036.jpg

რუსეთში, სლოვაკეთსა და ლატვიაში არსებობდა კაცი ე.წ "დრუჟკა", რომელიც ქმრის შემცვლელი იყო, მაშინ როდესაც ქმარი ვერ შეძლებდა პირველ ღამეს თავის მოვალეობის შესრულებას. ე.წ. "დრუჟკა" ითავსებდა ქმრის ფუნქციას ერთი ღამით.

ფილიპინები: არავითარი სექსი

2022091715482786669-1683969678.jpg

მდიდრული ქორწილის შემდეგ ფილიპინელი ახალდაქორწინებულები პირველ ღამეს წვებიან და იძინებენ. სტუმრები და ნათესავები ახალშეუღლებულებს გულისყურით აკვირდებიან რათა მათ ჩვეულება არ დაარღვიონ და სქესობრივი აქტით არ დაკავდნენ, ეს კი იმისთვის ხდება რომ პატარძალი ქორწილის ღამეს არ დაორსულდეს, ვინაიდან ამ დღეს წყვილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს.

მავრიტანია: სიგამხდრე სიმახინჯედ ფასდება

img-20191111-164428-1683969736.jpg

როგორც წესი, პატარძლების უმეტესობა ქორწილისთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ მავრიტანიაში ყველაფერი პირიქით ხდება. იქ სიგამხდრე სიმახინჯედ ითვლება, ამიტომ ქალები კვებაზე ზრუნვას 9 წლის ასაკიდან აქტიურად იწყებენ, რათა გოგონა საკუთარი ქორწილისთვის უკვე ფერხორციანი იყოს.

გოგონას შეუძლია დღეში ორ კილოგრამამდე ფეტვის ფაფა მიირთვას და დაახლოებით ოც ლიტრამდე აქლემის რძე დალიოს. პატარძლის სიგამხდრე ავადმყოფობასთან, ჩასახვის უნარის დაქვეითებასთან და მომავალი მეუღლის უპატივცემულობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ქორწილამდე გოგონა წონაში საგრძნობლად იმატებს, ის კვებას გაძლიერებულად იწყებს რათა ქორწილის ღამეს მეუღლის წინაშე მთელი თავისი "ბრწყინვალებით" წარსდგეს.

უგანდა: პოტენციის ტესტი

2022091718122486669-1683969849.jpg

ჩრდილო-დასავლეთ უგანდას ბანიანკოლეს ტომში პატარძლის დეიდა საქორწინო კავშირის დადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ დისშვილის საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს, ის საქორწინო ღამის დადგომამდე ერთი ღამეს გოგონას რჩეულთან ატარებს. რაღა თქმა უნდა, დეიდა ქორწილის ღამესაც წყვილის ოთახში იმყოფება.

"პირველი ღამის უფლება" შუა საუკუნეებში

2022091718435986669-1683969904.jpg

შუასაუკუნეებში პატარძალთან პირველი ღამის გატარების უფლება იმ ფეოდალს ან მიწის მესაკუთრეს ეძლეოდა, რომელთა ტერიტორიაზეც ახალი ოჯახი იქმნებოდა. ეს ტრადიცია იმ გლეხებს ეხებოდათ, ვინც დაქორწინებას პირველად აპირებდა. ჩვეულების მიხედვით, პირველი საქორწინო ღამე არა პატარძალსა და საქმროს შორის, არამედ პატარძალსა და ფეოდალს შორის ტარდებოდა. იგივე უფლება არსებობდა სამხრეთ ამერიკის ინდიელების მრავალ კულტურაში ჯადოქრებისთვის ან წინამძღოლებისთვის.

დღეს, ეს ჩვეულება სიველურედ და აღმაშფოთებლად გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში უცნობია, არსებობდა თუ არა ის იმ ფორმით, როგორიც ის ჩვენ წარმოგვიდგენია. იხილეთ სრულად

myquiz