"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ | Allnews.Ge

"თავიდან ჩვენ "დაგვაბოლეს", მერე ჩვენ სხვები უნდა "დაგვებოლებინა" - თაღლითური ქოლცენტრის თანამშრომელი გოგონას სკანდალური ინტერვიუ

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი გო­გო­ნა, მარი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ახ­ლობ­ლის დახ­მა­რე­ბით ქოლ­ცენ­ტრში მოხ­ვდა სა­მუ­შა­ოდ. რო­გორც ამ­ბობს, მა­ნამ­დე ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა და რამ­დე­ნი­მე დღის მერე, როცა გა­ი­აზ­რა, რას­თან ჰქონ­და საქ­მე, "სრულ სა­გი­ჟეთს" თავი და­აღ­წია. გო­გო­ნამ, რომ­ლის გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, წა­მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა და ბედ­ნი­ე­რია, რომ თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე არ გახ­და, თუმ­ცა დღემ­დე ცუ­დად ახ­სენ­დე­ბა ის სტრე­სუ­ლი სამი კვი­რა.

- ოთხი წლის წინ, როცა ჯერ ისევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი და ვი­ნა­ი­დან ენე­ბი ვი­ცო­დი, ნაც­ნობ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. კომ­პა­ნია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში იყო, მისი სა­ხე­ლი დღემ­დე არ ვიცი, ვკი­თხუ­ლობ­დი და ვე­რა­ვინ გამ­ცა პა­სუ­ხი, მე­პატ­რო­ნე­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია... ნაც­ნობ­მა ერთი ის მი­თხრა, ეს სამ­სა­ხუ­რი ლე­გა­ლუ­რი­აო, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი გა­მიკ­ვირ­და, ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ლე­გა­ლუ­რი. დღეს უკვე გა­შიფ­რუ­ლია, მაგ­რამ იმ­ხა­ნად ვინ რა იცო­და, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქოლ­ცენ­ტრე­ბი. ჩემს ნაც­ნობს დე­ტა­ლე­ბი არ აუხ­სნია და მი­თხრა, ქოლ­ცენ­ტრია, უცხო­ელ კლი­ენ­ტებ­თან სა­უ­ბა­რი გე­ვა­ლე­ბაო.

რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ვა­კან­სი­ებს ეძებ, სხვებ­თან ერ­თად მი­თი­თე­ბუ­ლია ქოლ­ცენ­ტრიც. ამით ხდე­ბა შე­ნიღბვა, რე­ა­ლუ­რად ქოლ­ცენ­ტრი ხომ ისაა, სა­დაც აქეთ გი­რე­კა­ვენ და შენ პა­სუ­ხობ. როცა ოფის­ში მი­ვე­დი, გა­მარ­კვი­ეს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში და მი­თხრეს, კლი­ენ­ტებს უნდა და­ურ­ე­კო და ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზოო. მო­თხოვ­ნა იყო გერ­მა­ნუ­ლი ენის მცოდ­ნე­ზე, 1-2 ჰყავ­დათ (მე ინ­გლი­სუ­რის გარ­და, გერ­მა­ნუ­ლიც ვი­ცო­დი და ამი­ტომ ამიყ­ვა­ნეს). რო­გორც მერე გა­ვარ­კვიე, თურ­მე შვედ და ნორ­ვე­გი­ელ კლი­ენ­ტებ­ზე "ნა­დი­რობ­დნენ" და მათი ენე­ბის მცოდ­ნე­ებ­საც და­ე­ძებ­დნენ. მის­ვლი­სას "ტრე­ნინ­გიც" გა­ვი­ა­რე, სა­დაც თით­ქმის ისე­თი არა­ფე­რი გვის­წავ­ლია, რაც მუ­შა­ო­ბა­ში გა­მოგ­ვად­გე­ბო­და. თვი­თო­ნაც არ იყე­ნებ­დნენ იმ წე­სებს. რო­გორც მერე მივ­ხვდი, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო კო­მუ­ნი­კა­ცია, ის, თუ რამ­დე­ნად შე­გეძ­ლო ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბე­ბით და ემო­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. თა­ვი­დან ჩვენ "დაგ­ვა­ბო­ლეს" და მერე ჩვენ სხვე­ბი უნდა "დაგ­ვე­ბო­ლე­ბი­ნა". არც ვი­ცო­დით, რომ უცხო­ელ კლი­ენ­ტებს ვა­ტყუ­ებ­დით, არა­ვის უთ­ქვამს, ეს გე­ვა­ლე­ბა­თო, ამას პირ­და­პირ არა­ვინ გვე­უბ­ნე­ბო­და, არ გვიხ­სნიდ­ნენ მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას. წა­მოს­ვლის შემ­დეგ მივ­ხვდი და თან­და­თან გა­ვა­კე­თე დას­კვნა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სხვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხვდი, რა გვე­ვა­ლე­ბო­და - მუდ­მი­ვად ტყუ­ი­ლის თქმა. მეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, კლი­ენტს უთხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან კი არა, მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნე­თი­დან ან ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნი­დან ურე­კა­ვო. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბევრ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლო არც ექ­ნე­ბო­და გა­გო­ნი­ლი და მის­თვის სხვა ქვე­ყა­ნა უფრო სან­დო იქ­ნე­ბო­და.

ერ­თკვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გი მთა­ვარ­მა მე­ნე­ჯერ­მა ჩაგ­ვი­ტა­რა. იქ არი­ან უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რე­ბი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხელ­ქვე­ი­თე­ბი, ანუ უმ­ცრო­სე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ვინც უმ­ცრო­სე­ბი­დან კლი­ენტს ერთხელ "და­უ­კე­რავ­და" და ან­გა­რიშ­ზე ფულს ჩა­ა­რი­ცხვი­ნებ­და, შემ­დეგ უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რი ერ­თვე­ბო­და საქ­მე­ში - მე­ო­რედ ის ურე­კავ­და, რათა მის­თვის უფრო მეტი თან­ხა ჩა­ე­რი­ცხვი­ნე­ბი­ნა (თვი­თონ უფრო გა­მოც­დი­ლი იყო და ამი­ტომ).

ოფის­ში იყო უამ­რა­ვი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და სა­ა­თე­ბი გა­დი­ო­და რეკ­ვა­ში, დღე­ში ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხან­და­ხან 300-400 ნო­მერ­ზე ადი­ო­და. ამ 400-დან შე­იძ­ლე­ბა ყურ­მი­ლი 4-5 კაცს აეღო. როცა ად­გი­ლი მი­მი­ჩი­ნეს, ვლო­ცუ­ლობ­დი, ყურ­მი­ლი არა­ვის აეღო (ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი ისე­დაც არ მიყ­ვარს, თან სხვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, რამ­დე­ნი უნდა მე­ლა­პა­რა­კა, ცუ­დად ვხდე­ბო­დი). არც ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ ეს საქ­მე გა­მო­მი­ვი­დო­და. თა­ვი­დან მჯე­რო­და, რაც მი­თხრეს - ვინ­მეს თუ ჩა­ვა­რი­ცხვი­ნებ­დი, მას ფული მარ­თლა გა­უ­ორ­მაგ­დე­ბო­და. ტრე­ნინ­გის დროს გვი­თხრეს, ზოგი ფულს იგებს და ზოგი აგებს, აქ­ცი­ებ­ში რო­გორც დე­ბენ ფულს და ხან მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ, ხან წა­გე­ბას, ასე­აო. რა­ღაც ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ი­ტე­ბიც მოგ­ვცეს, დრო­დად­რო უნდა შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ბირ­ჟა­ზე რა ხდე­ბო­და, რო­გო­რი იყო აქ­ცი­ე­ბის ფა­სე­ბი, რაც კლი­ენ­ტთან ლა­პა­რა­კი­სას უნდა გა­მოგ­ვდგო­მო­და - უნდა მეთ­ქვა, მა­გა­ლი­თად, APPLE-ის აქ­ცი­ის ფას­მა აი­წია და უნდა იჩ­ქა­როთ, დღეს­ვე ჩა­დოთ ფული-მეთ­ქი. მი­დი­ო­და ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მო­გე­ბა - თუ არ იჩ­ქა­რებ, გამ­დიდ­რე­ბის შანსს და­კარ­გა­ვო... ზა­რებს უმე­ტე­სად არც პა­სუ­ხობ­დნენ, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კლი­ენ­ტე­ბი გე­ჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც ჩანს, მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ზა­რე­ბი - მარ­ტო ჩვე­ნე­ბი კი არა, სხვე­ბიც ურე­კავ­დნენ, ის ნომ­რე­ბი სხვა ქოლ­ცენ­ტრებ­საც ხომ ექ­ნე­ბო­დათ? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz