"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე!" - რა ვითარებაა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში | Allnews.Ge

"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე!" - რა ვითარებაა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში შექმნილი სავალალო ვითარების შესახებ მოქალაქე დიდ აღშფოთებას გამოხატავდა. იგი ვიდეოში აჩვენებდა და საუბრობდა, თუ როგორაა შენობის ფანჯრები მინების გარეშე დარჩენილი, უნიკალური ექსპონატები კი, რომელთაც საგანგებო ტემპერატურა სჭირდება, ნადგურდება... მუზეუმს გარედან ბოქლომი ადევს...

თუ რა ხდება სინამდვილეში, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს, - იოსებ ჭუმბურიძეს დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა...

იოსებ ჭუმბურიძე:

"ეს საკითხი არ განეკუთვნება ჩემს კომპეტენციას. ამის მიუხედავად, გავარკვიე, რომ სამინისტროს დაგეგმილი აქვს ვაჟა-ფშაველას მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, რაც, ბუნებრივია, ამ პრობლემასაც მოაგვარებს. ყველაფერი გაკონტროლდება..."

იმავე კითხვით მივმართეთ სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელს მანანა გოდერძაულს.

მანანა გოდერძაული:

"ეს ფანჯრები ჩვენ ამოვიღეთ, რადგან ჩრდილის მხარეა, უკან ხევი ჩამოდის და საშინელი ნესტია, ჩალეწილი არ არის, ამოღებულია, სახურავი 1987 წელს გადააფარეს და ახლა შესაცვლელია, წყალი ჩამოდის... კულტურის სამინისტრო წელს გეგმავს სახურავის შეცვლას, იმედია, შეცვლიან.

ფონდი დაცულია, სხვა დარბაზშია გადატანილი, ასეთი ვიდეოები საქმეს არ შველის"...

13a39d8f50da3846405aa2ee714d93f1-xl-1683610327.jpg

მანანა გოდერძაულმა გვითხრა, რომ უნდა დავკავშირებოდით ალეკო გრიგალაშვილს, რომელმაც კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა და მიგვითითა, რომ ყველაფერს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი განმარტავდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა - ნინო აბრამიშვილმა კი ორი დღის განმავლობაში ჩვენს არც ზარს და არც შეტყობინებას არ უპასუხა...

თუ რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა, ამის შესახებ თავისი მოსაზრება პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გაგვიზიარა:

"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ვნახე... ამბობენ, შუშები ამოღებულიაო, მაგრამ არ ჩანს ასე, მართლაც ჩამსხვრეული უნდა იყოს. ეს არის ვანდალიზმი! ვინც ეგ ჩაიდინა, მან ვაჟა არ იცის და არც მან, ვისაც ეგ საქმე აბარია! შიგნით რა ამბავია, ეს რა ვნახე, ღმერთო ჩემო... შეიძლება ვიდეოში ჩანს მოახლოებული ნივთები, მაგრამ მაინც შეძლებს, ვისაც რა მოუნდება, წაიღოს.

მე ჯერ მსგავსი არაფერი მინახავს! მანდ ასე თუ ისე სულ წესრიგი იყო და ახლა რა ხდება? საზამთროდ არის დალაგებული თუ საზაფხულოდ, ნივთები ერთი ხელის გაწვდენაზეა. თუ მართლაც ფანჯრებიდან შუშები ამოიღეს, ამას ხომ თავისი ცოდნა სჭირდება?! სად გაგონილა ეგრე მიატოვონ?! ყველაფერს სულ სხვანაირი მოვლა უნდა და მაგას არ აქცევს ყურადღებას იქაური მთავრობა. მხოლოდ წყალმოვარდნის დროს ბოტებით გუბეში ჩადგომა არ კმარა! იხილეთ სრულად

myquiz