ჩარლზ III მეფედ აკურთხეს - ფოტოები უესტმინსტერის სააბატოდან | Allnews.Ge

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს - ფოტოები უესტმინსტერის სააბატოდან

გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, კარლ მესამეს გვირგვინი დაადგეს. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. მას წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა. რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“.

6456400e02f891001861b935-1683377064.webp

მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს. კარლ მესამის შემდეგ გვირგვინი დაადგეს მის მეუღე დედოფალ კამილასაც.

26a9c606-e224-4a31-94e2-1d3ff0d536cd-1683377110.jpg

ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქები ტახტზე აიყვანეს. ლონდონში გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. კორონაციის ცერემონიაში ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მონაწილეობას იღებდნენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები.

77c19ef1-3f2b-4871-bdcc-081a967aae33-1683377153.jpg

eda68850-c37c-4e17-862d-233e24d8558b-1683377129.jpg

კარლი გაერთიანებული სამეფოს მეორმოცე მონარქია, რომელსაც გვირგვინი უესტმინსტერის სააბატოში დაადგეს. მეფე კარლმა გაერთიანებული სამეფოს ტახტი დედის, დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

myquiz