„ამ ფასად ყოველდღიურად ახალ ბაგეტს ვიყიდი“ - რა ღირს Moschino-ს უცნაური ჩანთები, რომლებსაც სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა?
იტალიური მოდის სახლი Moschino (მოსკინო) გემოვნებიანი ტანისამოსით გამორჩევა.
ცოტა ხნის წინ კი ბრენდმა საკმაოდ უჩვეულო ფორმის ჩანთები ჩაუშვა გაყიდვაში, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, საქმე იმაშია, რომ ჩანთებს ბაგეტის ფორმა აქვს.
ჩანთის ვიზუალთან ერთად უჩვეულოა მისი ფასიც. ფრანგული ბაგეტის ფორმის ჩანთები 1 500 დოლარზე მეტი ღირს.
ჩანთის ფასმა სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა:
„ამ ფასად 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ახალ და ნამდვილ ბაგეტს ვიყიდი“- წერენ კომენტარებში.
მოსკინო იტალიური მოდის სახლია, რომელიც ქალის, მამაკაცის და ბავშვების ტანსაცმელს აწარმოებს. იგი 1983 წელს ფრანკო მოსკინოს მიერაა დაარსებული.