მდიდარი ქართველი მამაკაცები, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან | Allnews.Ge

მდიდარი ქართველი მამაკაცები, რომლებიც მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან

მდიდარი ადამიანების ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არასდროს ცხრება ინტერესი მათი ქონებისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ. ყველას აინტერესებს, როგორ ვითარდება მდიდრების ბიზნესი და რა ხდება პირად ცხოვრებაში. თუმცა არიან გამორჩეული ადამიანებიც, რომელთა მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. რამდენიმე მათგანის შესახებ საჯარო ინფორმაციას გაგაცნობთ.

მიხეილ ლომთაძე

342377595-784844282955145-1661877716198894286-n-1683268461-1683278820.jpg

მიხეილ ლომთაძე საზოგადოებამ მოულოდნელად, „ფორბსის“ მილიარდერების სიიდან გაიცნო. 2020 წელს ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ მიხეილ ლომთაძე გახლდათ. უკანასკნელი მონაცემებით, ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლომთაძის ქონების მატება ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული. მიხეილ ლომთაძე ამჟამად მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ახალგაზრდა ქართველი მილიონერი ყაზახურ Kaspi Bank-ს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.

დღეს მიხეილ ლომთაძე რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქართველია ბიძინა ივანიშვილის შემდეგ.

თემურ უგულავა

342509653-557845883136835-4833101034161988622-n-1683268514-1683278849.jpg

უკანასკნელი მონაცემებით, თემურ უგულავას ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. თემურის მფლობელობაშია „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის შემადგენლობაშია: სასტუმრო „სტამბა“, სასტუმრო „რუმსის“ ქსელი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, ჰოსტელი „ფაბრიკა“.

„აჭარა ჯგუფი“ სწორედ ამბიციური იდეების მქონე ინოვატორმა მეწარმემ, თემურ უგულავამ დააარსა. 2010 წელს კომპანია სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ ბაზარზე Holiday Inn-ის ფრანშიზას წარდგენით შემოვიდა. 2012 წელს პირველი ქართული „ცხოვრების სტილის“ ბრენდი, Rooms Hotels ჩამოყალიბდა. „აჭარა ჯგუფმა“ ყაზბეგში მიტოვებული საბჭოთა სანატორიუმი ინოვაციურ სასტუმროდ გარდაქმნა, რომელმაც მალევე მოიპოვა გლობალური აღიარება.

ამჟამად „აჭარა ჯგუფი“ წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და ტენდენციების დამამკვიდრებელი პროექტების შექმნისთვის.

ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, „აჭარა ჯგუფი“ აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს. იხილეთ სრულად

myquiz