ყველაზე საშინელი ქმრები - ცნობილ მამაკაცები, რომლებიც ცოლებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ | Allnews.Ge

ყველაზე საშინელი ქმრები - ცნობილ მამაკაცები, რომლებიც ცოლებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ

ის მამაკაცები, რომლებზეც ამ სტატიაში მოგიყვებით, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, საშინელი ხასიათი ჰქონდათ და ოჯახური ცხოვრებაც უჭირდათ:

ალბერტ აინშტაინი

1-1683104624-1683177893..jpg

დიდმა ფიზიკოსმა თავისი პირველი მეუღლისთვის სპეციალური სია და განრიგი შეადგინა, რაც მათ ურთიერთობას არეგულირებდა. ალბერტს სურდა, მეუღლესთან გაუარესებული ურთიერთობა გაეუმჯობესებინა, რომ მათი კონფლიქტით შვილები არ დაზარალებულიყვნენ. მაგრამ, ყველაფერი პირიქით გამოვიდა. ქორწინების მე-11 წელს აინშტაინისაგან მეუღლემ, მილევა მარიჩმა მთელი სია მიიღო, რის გაკეთებასაც ქმარი სთხოვდა.

სიაში პირველ რიგში ეწერა, რომ ქალი ყოველდღიურად უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ნივთები და თეთრეული მოწესრიგებული იყო, დღეში სამჯერ ალბერტისთვის საკვები უნდა მიეწოდებინა. ასევე, ევალებოდა, რომ ბავშვების თანდასწრებით მეუღლე არ დაემცირებინა. უფრო მეტიც, აინშტაინმა ცოლს გამოუცხადა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა არ ექნებოდა და სექსის არქონის გამო, ქალს პრეტენზია ან საყვედურები არ უნდა გამოეთქვა. მარიჩი უნდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მისი ქმარი სახლში ხშირად არ იქნებოდა და მაშინაც კი, თუ სახლში იქნებოდა და მოისურვებდა, რომ ქალი სასწრაფოდ გასულიყო საძინებელი ოთახიდან, მას ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი შეკამათების გარეშე, უნდა შეესრულებინა.

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

კარლ გუსტავ იუნგი

2-1683104652-1683177919.jpg

ფროიდის დიდი თაყვანისმცემელი და მოსწავლე კარლ გუსტავ იუნგი მხოლოდ ერთხელ იყო ოფიციალურად დაქორწინებული და 50 წლის განმავლობაში კანონიერ მეუღლესთან ერთად იცხოვრა. ემა რაუშენბახმა მეუღლეს 5 შვილი აჩუქა, თუმცა, ის ამ ქორწინებაში უბედური იყო. დიდ ფსიქოლოგთან ცხოვრება ზღაპარს საერთოდ არ ჰგავდა.

როგორც ამბობენ, იუნგი ინტიმურ ურთიერთობებს იკვლევდა და მასთან მისულ პაციენტებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ერთ-ერთი ასეთი პაციენტი იყო საბინა შპილრეინი, რომელსაც იუნგი განსაკუთრებით დაუახლოვდა. კიდევ ერთი პაციენტი, რომელთანაც ფსიქოლოგს ურთიერთობა ჰქონდა, ანტონია ვოლფი იყო. იუნგი კოლექტიური არაცნობიერის თემაზე მუშაობდა და სექსუალობის "მისტიკურ" მნიშვნელობას იკვლევდა.

ჰენრიხ VIII

5-1683104748-1683177965.jpg

დიდი ბრიტანეთის ეს მონარქი ქალებს ისე ექცეოდა, როგორც ნივთებს. არსებული ინფორმაციით, მას ძალიან სწრაფად ბეზრდებოდა ერთი ადამიანი და მას მერე მკაცრად სჯიდა. მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლე ანა ბოლეინი, რომელზეც დაქორწინებაც მას ძალიან უნდოდა და ამის გამო ბევრი რამ გაიარა, ქორწინებიდან 3 წლის შემდეგ ღალატში დაადანაშაულა და ჩამოსახრჩობად გაგზავნა. იხილეთ სრულად

myquiz