აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს | Allnews.Ge

აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო გააოცეს

სიტყვა "აქონდროპლაზიას" დღევანდელ საქართველოში ხშირად გაიგონებთ.

"აქონდროპლაზია გენეტიკური დარღვევაა, ასეთი ადამიანების ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა, აქონდროპლაზია კი განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით, რაც იწვევს ამ გენით კოდირებული ცილის გაძლიერებულ წარმოქმნას. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვის ზრდის პროცესში ხრტილის ძვლად გარდაქმნას აფერხებს, კიდურების ძვლების შენელებულ ზრდას იწვევს და, ამასთან, დაკავშირებულია ბევრ სხვა სიმპტომთან.

აქონდროპლაზიის მქონე ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე საშუალოდ 131 სანტიმეტრია, ხოლო ქალის - 123 სანტიმეტრი. სხვა გამოვლინებები შეიძლება გამოიხატოს თავის ზომის გადიდებითა და გამოკვეთილი შუბლით. გართულებები შეიძლება მოიცავდეს ძილის აპნოეს ან ყურის განმეორებად ინფექციებს. აქონდროპლაზიას ასევე ახასიათებს მოკლე კიდურების ჩონჩხის დისპლაზია მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტით". (წყარო) აქონდროპლაზია 27 500-დან დაახლოებით 1 ადამიანში ვლინდება. ეს დაავადება ნანიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გამოცდილი ექიმების თქმით, ნანიზმის შემთხვევათა 70% სწორედ აქონდროპლაზიის წილად მოდის. ამ დაავადების გამო, ადამიანის ორგანიზმი ზრდას წყვეტს და ზრდასრული ადამიანის სიმაღლე, როგორც აღვნიშნეთ, საშუალოდ, 120-130 სანტიმეტრია.

ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე ცნობილ პიროვნებაზე, რომელსაც ეს დაავადება ჰქონდა, თუმცა ამ ადამიანებმა წარმატებას თავიანთი ნიჭით მიაღწიეს და მსოფლიოს გაოცება შეძლეს.

არისტოკრატი, რომელმაც ენით უთქმელი სილამაზე შექმნა

lotreki-1683027749-1683094035.gif

„ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ერთი რამ: შეურიგდე… საკუთარ თავს“, - წერდა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი - ფრანგი ფერმწერი, რომელიც პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აღწერილია მე-19 საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ტულუზ-ლოტრეკისთვის ერთდროულად მშობლიურიც და მკაცრიც იყო. ფრანგი არისტოკრატების ოჯახში აღზრდილ მხატვარს მემკვიდრეობით ისეთი დაავადებები გადაეცა, რის გამოც, მისმა კიდურებმა ზრდა შეწყვიტა.

მისი სიმაღლე 1,54 მ. იყო, თუმცა, ცხადია, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ენით უთქმელი სილამაზის ტილოები შეექმნა. ცნობილი ფაქტია, რომ კრისტის აუქციონზე მისი ადრეული ტილო, „ახალგაზრდა მრეცხავი“, იმ დროისთვის რეკორდულ ფასად - 22,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ტულუზ-ლოტრეკმა ხატვა 8 წლის ასაკში დაიწყო და ასეულობით ნახატი შექმნა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმებს ამშვენებს.

"ოქროს გლობუსი" მეორეხარისხოვანი როლისთვის

piter-1683027642-1683094116.jpg

პიტერ დინკლიჯი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი, გამორჩეული ვარსკვლავია: მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა "სამეფო კარის თამაშებში", რითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

პიტერმა სამსახიობო კარიერა ბავშვობიდან დაიწყო:

პირველად სცენაზე მეხუთე კლასში გამოვიდა და თავისი მომავალი პროფესია იმ დროიდან შეუყვარდა. ამის შემდეგ მრავალი როლი შეასრულა და პოპულარობის მწვერვალს "სამეფო კარის თამაშებში" მიაღწია. პიტერი თავიდან ყოყმანობდა, შეესრულებინა თუ არა ტირიონ ლანისტერის როლი, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ ეს მისი როლი იყო. იხილეთ სრულად

myquiz