ქალი, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს - ვინ არის "იასამნების კეთილი დედოფალი" ? | Allnews.Ge

ქალი, რომელიც 62 წელიწადია თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს - ვინ არის "იასამნების კეთილი დედოფალი" ?

თბი­ლის­ში ია­სამ­ნის ყვა­ვი­ლო­ბის ხილ­ვა ყვე­ლა­ზე კარ­გად ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც იქ ამ ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მი­სუ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა და მუდ­მი­ვი რი­გე­ბია. ბაღ­ში დღე­ის­თვის 98 ჯი­შის ია­სა­მა­ნი ხა­რობს. მათ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ნონა ან­თი­ძე უვ­ლის და პატ­რო­ნობს. ქალ­ბა­ტო­ნი ნონა აგ­რო­ნო­მია, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დი­სერ­ტა­ცია სწო­რედ ია­სა­მან­ზე აქვს და­ცუ­ლი... მეც­ნი­ერ ქალ­ბა­ტონს "ია­სამ­ნე­ბის კე­თილ დე­დო­ფალ­საც" უწო­დე­ბენ... ის ახლა ambebi.ge -ს სტუ­მა­რია და გვიყ­ვე­ბა რო­გორც თა­ვის, ისე ია­სამ­ნე­ბის სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თის ის­ტო­რი­ას...

- და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტის აგ­რო­ნო­მი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. და­უს­წრე­ბელ­ზე ვსწავ­ლობ­დი და ამი­ტომ მუ­შა­ო­ბა მი­წევ­და. ვი­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ხი­ლის სა­ნერ­გე­ებ­ში... მე­ექ­ვსე კურ­სზე ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში რომ მო­ვე­დი და მას მერე აქ ვმუ­შა­ობ. პირ­ვე­ლად მცე­ნა­რე­თა ინ­ტრო­დუქ­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი. ჩემი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი ქსე­ნია ძლი­ე­რიშ­ვი­ლი იყო. საქ­მე მქონ­და მერ­ქნი­ან მცე­ნა­რე­თა თეს­ლებ­თან. ვაგ­რო­ვებ­დით თეს­ლებს. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­დან თეს­ლებ­ზე მო­თხოვ­ნა მო­დი­ო­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ჩვენ­გან იძენ­დნენ და ჩვენ - სხვე­ბის­გან.

85-60816badc0cc2-50273-1683093496.jpg

- რო­მელ წელს და­ი­წყეთ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა?

- 1961 წელს... და­ვამ­თავ­რე თუ არა ინ­სტი­ტუ­ტი, აქ ორან­ჟე­რე­ა­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ო­ჯა­ხო მცე­ნა­რე­ე­ბი იყო. ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში არის გარ­კვე­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნაკ­ვე­თე­ბი, მათ შო­რი­საა, არ­ბო­რე­ტუ­მი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს და იქაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­მუ­შა­ვე. პა­რა­ლე­ლუ­რად ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ფიჭვნა­რიც მე­ბა­რა, სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტყე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხს ასე­ვე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და. იმ ნაკ­ვე­თებ­ში ჩემი უშუ­ა­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მა­ნა­გა­ძე იყო, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეც გახ­ლდათ - პარკ-მშე­ნებ­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სურ­ვი­ლით და მონ­დო­მე­ბით ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში შე­იქ­მნა ია­სამ­ნე­ბის სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბა მე შე­მომ­თა­ვა­ზა. მახ­სოვს მკი­თხა, - ხომ არ გე­წყი­ნე­ბა, ამ სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვეთ­ზე რომ იმუ­შა­ოო? მა­ნამ­დე ია­სამ­ნებ­თან საქ­მე არას­დროს მქო­ნია. ვი­ნა­ი­დან ჩემი მხრი­და­ნაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბაც, შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი. იმ დრო­ის­თვის ბაღ­ში რამ­დე­ნი­მე ია­სამ­ნის სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და, ჯი­შე­ბი არ იყო. შემ­დეგ სა­კავ­ში­რო მას­შტა­ბით მივ­ლი­ნე­ბა­ში დავ­დი­ო­დი და სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კი­დან სხვა­დას­ხვა ჯიში ჩა­მომ­ქონ­და. თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც დიდი ინ­ტე­რესს იჩენ­დნენ, მივ­ლი­ნე­ბი­დან თა­ვი­სი სურ­ვი­ლით მა­თაც ჩა­მოჰ­ქონ­დათ სი­რინ­გა­რი­უ­მის­თვის ნერ­გე­ბი. ნელ-ნელა ივ­სე­ბო­და ჩვე­ნი კო­ლექ­ცია...

iasamnebi-w-h-50370-1683093515.jpeg

- და ეს ნაკ­ვე­თი რო­მელ წელს შე­იქ­მნა?

- 1970 წელს. 1988 წელს უკვე და­ტე­რა­სე­ბუ­ლი იყო და ჯი­შე­ბი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით გვქონ­და. ჩვენს პი­რო­ბებ­შიც კალ­მით ბევ­რი გა­ვამ­რავ­ლეთ და ჯი­შე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა­ში მოგ­ვე­მა­ტა. დღეს 98 ჯიში გვაქვს უკვე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯი­შე­ბი პო­ლო­ნე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ცხა­დია, სა­ხელ­წო­დე­ბა თი­თო­ე­ულს აქვს და ყვე­ლა ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლია. ხალ­ხის მხრი­და­ნაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა ხოლ­მე, და­სა­ხე­ლე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. იხილეთ სრულად

myquiz