რამდენად ჯანსაღი პროდუქტია არაქისის კარაქი?
არაქისის კარაქის დიდი რაოდენობით მოხმარება არ არის სასარგებლო.არაქისის კარაქი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას: პროტეინებს, მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმებს, ძლიერ ანტიოქსიდანტ ვიტამინ E-ს, მაგნიუმს, კალიუმს და ვიტამინ B6-ს.
თუმცა, ზომიერების ნაკლებობამ და არაქისის კარაქის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. არაქისის კარაქის ორი სუფრის კოვზი შეიცავს რამდენიმე გრამ ნაჯერ ცხიმებს, მაგრამ როდესაც ქილას ნახევარს მიირთმევთ, ეს პრობლემად იქცევა.
არაქისის კარაქს, როგორც წესი, აქვს როგორც ნაჯერი, ასევე უჯერი ცხიმები. არაქისი კარაქი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. შეიცავს მარილს, შაქარს, ზოგიერთი მათგანი კი ჰიდროგენიზებულ ზეთს, პალმის ზეთს, ასევე ფრუქტოზის სიმინდის სიროფს შეიცავს. ეს ყველაფერი კი არაქისის კარაქს ნაკლებად ჯანსაღ პროდუქტად აქცევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზომიერება არ არის დაცული.
არსებობს ალტერნატივები, როგორიცაა ნუშის კარაქი და შოკოლადის კარაქი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არაქისის კარაქის ნაცვლად. თუმცა, ესქპერტების თქმით, შოკოლადის კარაქი არ არის უფრო ჯანსაღი, ვიდრე არაქისის კარაქი. იხილეთ სრულად