ცნობილი პედაგოგი, რომელიც თბილისიდან მშობლიურ ბაღათში დაბრუნდა - სალონი-კაფე, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

ცნობილი პედაგოგი, რომელიც თბილისიდან მშობლიურ ბაღათში დაბრუნდა - სალონი-კაფე, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

ფოტოგრაფი გიორგი ცაავა და მისი პედაგოგი მეუღლე ნათია ფურცელაძე წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდნენ, აწყობილი ჰქონდათ კარიერა დედაქალაქში და საკუთარ საქმეში წარმატებით ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.პანდემიის პერიოდში, მაშინ როცა ცხოვრება დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, წყვილმა გადაწყვიტა, ეს რთული მონაკვეთი მშობლიურ ბაღდათში გაეტარებინა. ხელი მიჰყვეს იმ სახლის რემონტს, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ, ყველაფერს საკუთარი შრომითა და ხელით აკეთებდნენ და ისე კარგად გამოსდიოდათ, რომ მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. პანდემიურმა პერიოდმა გადაიარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცაავა-ფურცელაძის ოჯახმა ვეღარ შეძლო მათთვის საყვარელი ბაღდათის დატოვება და საცხოვრებლად იქ დაბრუნდნენ, სადაც მუდმივად მიუწევდათ გული.

342646582-254651907125694-8285060718828368443-n-1682752587-1682931681.jpg

თან ისეთი საქმე წამოიწყეს და სისრულეშიც მოიყვანეს, რომელიც ყოველთვის ჩანაფიქრში ჰქონდათ და რომლის განხორცილებაზე, თურმე, ორივე ოცნებობდა. საკუთარი სახლის პირველ სართულზე მოაწყვეს კაფე, რომელიც სტანდარტული კვების ობიექტი კი არ იქნება, არამედ სალონური დატვირთვით იფუნქციონირებს. ეს ყველაფერი ისეთი გემოვნებითა და რუდუნებითაა შესრულებული, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ გიორგი ებანოიძის ფოტოებს, უკვე ძალიან დიდი მოლოდინი და გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქიდან ბაღდათში დაბრუნებასა და ახალ საქმეზე გიორგის მეუღლეს ნათიას ვესაუბრეთ.

- 12 წლის განმავლობაში ვასწავლიდი თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მაგრამ ახლა ვარ იმ სკოლის მასწავლებელი, რომელშიც ვსწავლობდი მოსწავლეობის დროს, ჩვენი შვილები კი გახდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები. რაც შეეხება გიორგის, სამსახურიდან გამომდინარე რამდენიმე დღის გატარება უწევს დედაქალაქში, მაგრამ კვირის ძირითად ნაწილს ბაღდათში ატარებს.როცა მივიღეთ ბაღდათში გადმოსვლის გადაწყვეტილება და დავბრუნდით აქ, შემდეგ დავწერეთ პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში და გავიმარჯვეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ დაგვიფინანსეს იდეა - ჩვენი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაგვეხსნა მრავალფუნქციური კაფე. პროექტის დაფინანსებით მოვიპოვეთ სამზარეულოს ინვენტარი, დანარჩენი კი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ - ინტერიერი, დიზაინი, მოწყობა - ყველაფერი შექმნილია ჩვენი ხელებით. გიორგის ყველაფერი გამოსდის, მხოლოდ ფოტოებს არ იღებს, მეც რაც შემეძლო, ყველანაირად ვეხმარებოდი. შედეგად კაფე რამდენიმე დღეში დაიწყებს ფუნქციონირებას.

წლების განმავლობაში, მე და გიორგის გვინდოდა შეგვექმნა ბაღდათში მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები დროს საინტერესოდ გაატარებდნენ, მეგობრები შეიკრიბებოდნენ, მოუსმენდნენ მუსიკას, ისაუბრებდნენ. ასეთი გარემო და შესაძლებლობა არათუ ჩვენი ბავშვობის დროს, ამ მომენტამდე არ იყო ბაღდათში. ჩვენი კაფე არ იქნება ტიპური კვების ობიექტი, გაიმართება კულტურული ღონისძიებები, მე წიგნიერების მიმართულებით, გიორგი ფოტოხელოვნების კუთხით იმუშავებს ამ საკითხზე. მწერლებს და ხელოვანებსაც მოვიწვევთ, შეიძლება ფილმები ვნახოთ, წიგნზე ვისაუბროთ, სამაგიდო თამაშები მოვაწყოთ და ა.შ. მალე ასევე ამოქმედდება ჩემი სივრცე, გარდა კაფეს კონცეფციისა, იქნება მცირე ბიბლიოთეკა, სადაც ამ ტიპის შეხვედრებსაც გავმართავთ და სამომავლოდ ვგეგმავთ ფოტოსკოლასაც, რომელსაც გიორგი უხელმძღვანელებს. შემდეგ ეზოს სივრცესაც ავითვისებთ, გეგმები დიდი გაქვს. იხილეთ სრულად

myquiz