ჯოლის შვილებს შორის ფავორიტი ჰყავს - ვის უანდერძა ყველაზე მეტი ფული და რის გამო დააჯილდოვა ასე გულუხვად | Allnews.Ge

ჯოლის შვილებს შორის ფავორიტი ჰყავს - ვის უანდერძა ყველაზე მეტი ფული და რის გამო დააჯილდოვა ასე გულუხვად

მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის ხშირად ადანაშაულებდნენ, არ არის იდეალური დედაო, გარედან ის ჩანს, რომ მსახიობი ყველაფერს აკეთებს შვილების ბედნიერებისთვის. იზიარებს მათ ინტერესებს, ხელს უწყობს განათლების მიღებაში, ყველას უთმობს დიდ დროს და ყველა მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდითაა.

შაილო წითელ ხალიჩაზე უმშვენებს ხოლმე გვერდს, ზაქარას შოპინგზე დაატარებს ხოლმე, პაქსს კი, რომელიც ცოტა ხნის წინ მხატვარი გახდა, გამოფენების ორგანიზებაში ეხმარება,

123171682599100-1682667522-1682715474.jpeg

ცოტა ხნის წინ უფროს ვაჟთან ერთად გამოჩნდა - 21 წლის მედოქსთან. ისინი ერთად დაესწრნენ თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრას სამხრეთკორეელ ლიდერ იუნ სოკ ელემთან. მედოქსი შემთხვევით არ მოხვედრილა ამ ღონისძიებაზე - 2018 წელს სამხრეთ კორეის კერძო უნივერსიტეტში ჩააბარა ბიოქიმიის ფაკულტეტზე და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის კულტურის მშვენივრად გაცნობაც მოასწრო.კრემისფერ ნაზ კაბაში შემოსილ ანჯელინას სმოკინგში გამოწყობილი მედოქსი უმშვენებდა გვერდს. იხილეთ სრულად

myquiz