მუცლით მოცეკვავე" თურქი ბლოგერის შეცვლილი ცხოვრება და "დაიგნორებული" კრიტიკოსები
თურქ ბლოგერ იასინ ჯენგიზს მუცლის ცეკვა დაეხმარა, რომ ცნობილი გამხდარიყო. TikTok ვარსკვლავის ცხოვრებაში დიდება სიმღერაზე "Skibidi dop dop" რამდენიმე რიტმული მოძრაობის შესრულების შემდეგ მოვიდა.
იასინ ჯენგიზი 29 წლის არის. უცნობია მისი პირადი ცხოვრების შესახებ. დაიბადა თურქეთში და დღემდე სტამბოლში ცხოვრობს.
ის არ ყოფილა სპორტსმენი და არც მოცეკვავე, უბრალოდ ერთ დღეს მინდორში მუშაობისას ცეკვის ვიდეო ჩაწერა, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა და მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც რეკლამის დამკვეთები დაინტერესდნენ და ცნობილ ინფლუენსერად იქცა.
გზა დიდებისკენ
იასინმა პირველი ვიდეო 2021 წლის მარტში ჩაწერა. ცნობილი ცეკვა ძირიდად რამდენიმე რიტმული მოძრაობისგან შედგებოდა. მუცლით ცეკვა ერთგვარი რელაქსაცია და გასართობი იყო მამაკაცისთვის რუტინული საველე სამუშაოების დროს. ერთ-ერთი ინფორმაციით მამაკაცი კარტოფილის ფერმაში მუშაობდა. პოპულარობა მალე მოვიდა.
2022 წელს ბურაკ ოზდემირის შოუში იცეკვა. თურქეთში ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო პროექტში გამოჩენამ დამწყები მოცეკვავის პოპულარობა აამაღლა. რამდენიმე თვეში ტიკტოკზე გამომწერთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა, მისი ვიდეობის ნახვების რაოდენობამ კი 121 მილიონს მიაღწია.
პოპულარობის შემდეგ იასინი მედიასთან არ თანამშრომლობს. მან უარი თქვა მინდორში მუშაობაზე და ახლა ბლოგერ მეგობრებთან ერთაც სხვადასხვა ლოკაციებზე ცეკვის ვიდეოებს იღებს, მუსიკალური აკომპანიმენტად კი თან სდევს საყვარელი სიმღერა.
იასინი სულ უფრო ხშირად ჩნდება ადგილობრივი მაღაზიებისა და კაფეების რეკლამებში. რეკლამის განმთავსებლები აფორმებენ კონტრაქტს მასთან. ის რეკლამას უწევს საკვებს, პარალელურად ბლოგერი ჭამს და ცეკვავს. ყველა ვიდეოში იასინი დგას და მხოლოდ შთამბეჭდავად იქნევს მუცელს. თუმცა ეს სანახაობა მაყურებელს აიძულებს ბოლომდე უყურო მოკლე ვიდეოებს. იხილეთ სრულად