ნუცამ ეს შეძლო: ის American Idol-ის Top 20 -შია - ქართველი მომღერლის მორიგი გასაოცარი გამოსვლა და აღფრთოვანებული ჟიური | Allnews.Ge

ნუცამ ეს შეძლო: ის American Idol-ის Top 20 -შია - ქართველი მომღერლის მორიგი გასაოცარი გამოსვლა და აღფრთოვანებული ჟიური

"მე გა­ვა­კე­თე #Top20!!! ის იღებს ოვა­ცი­ებს თა­ვი­სი ეპი­კუ­რი "Un-Break My Heart"-ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის!" - და­წე­რა მომ­ღე­რალ­მა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ American Idol-ში მო­რი­გი გა­სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რი­თაც კი­დევ ერთხელ აღაფრ­თო­ვა­ნა მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის­თან ერ­თად ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა ქარ­თველ მომ­ღე­რალს. ის ამე­რი­კუ­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ტოპ 20 მო­ნა­წი­ლეს შო­რის მოხ­ვდა.

"შენ ხარ ყვე­ლა­ზე მშრო­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი იმ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის, ვინც კი ამ შო­უ­ში მი­ნა­ხავს. მი­ი­ღე მი­ლოც­ვე­ბი!" - უთხრა ჟი­უ­რის წევ­რმა ლა­ი­ან რიჩ­მა გა­მოს­ვლის შემ­დეგ.

"შენ აღარ ხუმ­რობ… მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლი­დან ჩა­მოხ­ვე­დი და აქამ­დე შე­ძე­ლი მოს­ვლა, ამ­დენს მი­აღ­წიე, თავი ამა­ყად უნდა გე­ჭი­როს!“ - უთხრა ნუ­ცას ჟი­უ­რი კი­დევ ერ­თმა წევ­რმა ლიუკ ბრა­ი­ან­მა.

იმის­თვის, რომ ნუცა ტოპ 12-ში მოხ­ვდეს, ამის­თვის ხმის მი­ცე­მის სამი გზა არ­სე­ბობს, ამის­თვის მხო­ლოდ 10 სა­ა­თი გვაქვს, თბი­ლი­სის დრო­ით ხმის მი­ცე­მა 14 სა­ათ­ზე შე­წყდება

10 ხმა: ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე (ერთჯე­რა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის გზით: https://idolvote.abc.com/

10 ხმა: სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით American Idol app. აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა აი­ფო­ნე­ბის­თვის: https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815 აპ­ლი­კა­ცი­ის ჩა­მოტვირ­თვა ან­დრო­ი­დე­ბის­თვის: https://play.google.com/store/apps/details…

10 ხმა: სმს-ის სა­შუ­ა­ლე­ბით - ნუ­ცას ნო­მე­რი, ანუ 26 უნდა გა­იგ­ზავ­ნოს შე­მედგ ნო­მერ­ზე: 21523.

"Yeeees! ტოპ 20-ში ვართ და დღე­ვან­დე­ლი ხმის მი­ცე­მით გა­და­წყდე­ბა, გა­ვალ თუ არა ტოპ 12 ში!" - წერს ნუცა.

myquiz