შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან | Allnews.Ge

შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

Netflix-ის დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც დე­დო­ფა­ლი კლე­ო­პატ­რა VII აფ­რი­კელ შავ­კა­ნი­ან ქა­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეგ­ვიპ­ტე­ში კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და.

ად­ვო­კატ­მა მაჰ­მუდ ალ-სე­მა­რი "ნე­ტფ­ლიქსს" უჩი­ვის და სე­რი­ა­ლის, სა­ხე­ლად African Queens: Queen Cleopatra-ს შემ­ქმნე­ლებს სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვას, ასე­ვე "ეგ­ვიპ­ტუ­რი იდენ­ტო­ბის წაშ­ლას" ედა­ვე­ბა.

არ­ქე­ო­ლოგ­თა და მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ კლე­ო­პატ­რას ღია ფე­რის კანი ჰქონ­და, თუმ­ცა ამ აზრს არ ეთან­ხმე­ბა სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი და ამ­ბობს, რომ სა­კა­მა­თოა, თუ რო­გო­რი იყო კლე­ო­პატ­რას კა­ნის ფერი.

უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და რა­სის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე წე­რი­ლე­ბი, კო­მენ­ტა­რე­ბი მი­ი­ღო კლე­ო­პატ­რას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, მსა­ხი­ობ­მა ადელ ჯე­იმსმა, რო­მელ­მაც კრი­ტი­კო­სებს ასე უპა­სუ­ხა: "თუ შერ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არ მოგ­წონთ, შოუს არ უყუ­როთ".

queen-cleopatra-s1-e1-00-12-06-14-1682069348.webp

სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი უილ სმი­ტის მე­უღ­ლე, ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტია. ის ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი დე­დოფ­ლე­ბის შე­სა­ხებ იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს. იხილეთ სრულად

myquiz