რაში გამოვიყენოთ მორჩენილი პასკა? - 3 კრეატიული იდეა | Allnews.Ge

რაში გამოვიყენოთ მორჩენილი პასკა? - 3 კრეატიული იდეა

სააღდგომოდ თითქმის ყველა ოჯახში ცხვება პასკა. თუკი თქვენც ჩემსავით რამდენიმე პორცია გამოაცხვეთ და აღარ იცით, ამდენი სად წაიღოთ... ანდაც, ჩვენ შორის დარჩეს და, ცოტა უგემური გამოგივიდათ, 3 იდეას შემოგთავაზებთ მის ეფექტურად გამოსაყენებლად.

თავშივე გეტყვით, თუკი სახლში გემრიელი პასკა გაქვთ, მისი გაყინვა საუკეთესო იდეაა. მართალია გაყინვის მეთოდი თავიდან ყველას როდი მოსწონს, მაგრამ ვინც კი სცადა, ყველა კმაყოფილი დარჩა.

1. პასკის „ყიყლიყო“

საუზმისთვის არაჩვეულებრივი იქნება. პასკა სასურველ ნაჭრებად დაჭერით, კვერცხი ცოტა რძესთან ერთად გათქვიფეთ. პასკის ნაჭრები შიგნით ამოავლეთ და ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან დაბრაწეთ. ტკბილი ყიყლიყო ფრანგული ტოსტის სტილში მზად არის!

paska-1650960171-1681809254.jpg

2. „ჩინური ტორტი“ პასკით

ალბათ ყველას მოგვიმზადებია ე. წ. ჩინური ტორტი ხრაშუნა ორცხობილებით ან ბისკვიტით. ეჭვი არ შეგეპაროთ, არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება პასკა. იხილეთ სრულად

myquiz