"მიმინო" შეიძლება საერთოდ არც გადაეღოთ, სცენარი კი ბევრჯერ შეიცვალა- როგორ იღებდნენ საკულტო ფილმს | Allnews.Ge

"მიმინო" შეიძლება საერთოდ არც გადაეღოთ, სცენარი კი ბევრჯერ შეიცვალა- როგორ იღებდნენ საკულტო ფილმს

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი "მიმინო" 1977 წელს გადაიღეს, საკულტო სურათი, რომლის ფრაზები თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი საზოგადოებამ ზეპირად იცის. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ამ ფილმს შეიძლება საერთოდ არ ეარსება, და მან მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით იხილა დღის სინათლე.

გთავაზობთ ფილმის შექმნის ისტორიას

1975 წლის ზაფხულში გიორგი დანელია მეგობართან, სცენარისტ რევაზ გაბრიაძესთან ერთად, კახეთში, ქალაქ თელავში ჩავიდა. აპირებდნენ სცენარის დაწერას სოფლელ მფრინავზე, რომელმაც ღამით ხეზე ჯაჭვით ვერტმფრენს აბამდა ზედ ბოქლობს ადებდა. მაგრამ მოულოდნელად, მისი შემოქმედებითი შვებულება შეწყდა. დანელია მიიწვიეს ამერიკაში ფილმის „აფონიას“ წარსადგენად. მერე კიდევ რამდენიმე სხვა საქმე გამოჩნდა და გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

202208171507236227-1681803994.jpg

ნახევარი წლის შემდეგ დანელია დაუბრუნდა ქართველ მფრინავზე ფილმის გადაღების იდეას. ამჯერად მან დაიქირავა სცენარისტი ვიქტორია ტოკარევა, რომელთანაც უკვე მუშაობდა "იღბლიანი ჯენტლმენების" და "სრულიად დაკარგულების" სცენარზე. შედეგად, მათ სწრაფად დაწერეს სცენარი სამუშაო სახელწოდებით „არაფერი განსაკუთრებული“.

ამ სცენარში, სიუჟეტი ვითარდებოდა სასიყვარულო ურთიერთობის გარშემო. გოგონას შეუყვარდა ყოფილი პილოტი, რომელთანაც იმავე ქალაქში ცხოვრობს. ეს მფრინავი უკრავს საყვირზე, წერს ლექსებს და თან მღერის.

გიორგი დანელია მუსიკალური ფილმის გადაღებას აპირებდა. ეს სცენარი "გოსკინოში" მიიღეს, ხარჯთაღრიცხვაც დამტკიცდა და მოსამზადებელი პერიოდიც დაიწყო.

202208171504366227-1681804015.png

და როდესაც გადაღებების დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებოდა, გიორგი დანელიამ, რომელიც ბულვარში მეგობარ მაქსუდ იბრაგიმბეკოვთან ერთად სეირნობდა რეზო გაბრიაძის პირველი სცენარი შეახსენა და მიიჩნია, რომ ის უფრო ბევრად საინტერესო იყო.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა რეჟისორმა მთლიანად ფილმის სცენარის შეცვლა. შედეგად რ. გაბრიაძე სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში , იქვე იყო ტოკარევაც. სამივე ბოლშევოში მწერალთა პანსიონატში დასახლდა და სცენარი ერთ თვეში დაწერეს. პროცესში სიუჟეტი ახალი და ახალი ფაქტებით, ახალი ეპიზოდებითა და დიალოგებით იყო გადაჭედილი. ზოგიერთ დიალოგს თავად დანელია დაუნდობლად ჭრიდა სცენარიდან.

მან დაიწყო გადაღებები სცენარის საბოლოო ვერსიის გარეშე. ხოლო მსახიობებს თავად ირჩევდა ყოველგვარი წინასწარი ქასტინგის გარეშე. მთავარ როლზე დანელიამ თავისი რჩეული ვახტანგ კიკაბიძე დაამტკიცა. თუ მთავარი როლის შემსრულებელთან ყველაფერი ნათელი იყო, ფრუნზიკ მკრტჩიანმა, მეორე მთავარი როლი თითქმის შემთხვევით მიიღო. სატვირთო მანქანის მძღოლის როლი თავიდან საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. კიკაბიძესთან ერთად სასტუმროში დანელიას, სვერდლოვსკელი ენდოკრინოლოგს უნცა ეცხოვრა, რომელიც რეჟისორის სხვა ფავორიტს, ევგენი ლეონოვს უნდა შეესრულებინა.

მაგრამ გაჩნდა აზრი, რომ ვალიკოსთან ნომერში რუსი ენდოკრინოლოგის ნაცვლად სომეხი მძღოლი, რუბიკ ხაჩიკიანი შეესახლებინათ. ასეთი ვარიანტი გაცილებით ორიგინალური გამოდიოდა, რადგან ქართველებისა და სომხების მარადიული ქიშპი სიუჟეტს განსაკუთრებულ კოლორიტს მიანიჭებდა. სცენარის ავტორებს არც ლეონოვის დაკარგვა უნდოდათ, ამიტომ პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან მარტივ გზას მიმართეს: მონეტა ააგდეს და ჩაუთქვეს: „არიოლი“ – ლეონოვი, „რეშკა“ – მკრტიჩიანი!

download-1681804076.jpg

საბოლოოს ევგენი ლეონოვს გენერალ ვოლოხოვის როლი ერგო, რომელიც ასევე სპონტანურად შეიქმნა.

ცოტას თუ ახსოვს, რომ ფრუნზიკი სწორედ დანელია აღმოაჩინა საკავშირო კინოსთვის . ერევანში ის თეატრის მსახიობი იყო და თამაშობდა მხოლოდ სომხურ ფილმებში. დანელიამ მიიწვია იგი თავის ფილმში "ოცდაცამეტი" ამერიკელი პროფესორის როლზე და სწორედ მას შემდეგ შეამჩნიეს სხვა რეჟიოსორებმა მათ შორის ლეონიდ გაიდაიმ.

ელენა პროკლოვა კადრში მხოლოდ ორჯერ ჩნდება, მაგრამ მისი სახე " ლარისა ივანოვნა" არის მთელი ფილმის ლაიტმოტივი . თავდაპირველად, ის უფრო ხშირად უნდა ყოფილიყო კადრში. მაგრამ სცენარი გზადაგზა იცვლეოდა გადაღების პროცესში.

larisa-ivanovna-w-h-1681804113.jpeg

წარმოუდგენლად სასაცილო ამბავი გამოდგა "მფრინავ ძროხასთან" მიმართებაში, იშოვეს თეთრი ფერი ძროხა, პატრონს კარგად გადაუხადეს, მაგრამ ოპერატორმა დაიწუნა, ფერებში ერწყმოდა ცას და ღრუბლებს და ამიტომ კარგად არ ჩანდა.. გადაწყვიტეს პირუტყვი შეეღებათ. ასეც მოიქცნენ. ღია ფერის ბოჩოლა წამში ყავისფერი გახდა, მაგრამ გადაღების შემდეგ ახალი პრობლემა გაჩნდა: ახლა უკვე საქონლის პატრონი აღარ იბრუნებდა ძროხას, დაიწყევლა, სხვა ძროხა შემომაჩეჩეთო. გადამღებ ჯგუფს დიდხანს მოუწია ძროხის რეცხვა, რომ პატრონი დაერწმუნებინათ.

202208171506196227-1681804134.jpg

რაც შეეხება ვალიკოს ძაღლს, ზარბაზანას, დანელიამ ის ქუჩაში იპოვა. სპეციალურად ამ როლისთვის მოსკოველი კინოლოგის მიერ ჩამოყვანილი ოთხფეხა „მსახიობით“ რეჟისორი უკმაყოფილო დარჩა: ზედმეტად მოვლილ-ნასათუთევი იყო და სოფლის ნაგაზს არაფრით ჰგავდა. ჰოდა, ერთხელ ომალოდან აეროპორტში მიმავალი დანელია გზაში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა გაბურძგნილ ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი თვალზე ეფინა. „სწორედ ისაა, მე რომ მჭირდება“, – გაიფიქრა დანელიამ და ძაღლი თავისთან მიიტყუა.

202208171506346227-1681804150.jpg

საბოლოოდ ზარბაზანამ მარტო კინოში კი არ მოახერხა „უკვდავყოფა“, გადაღებების დასრულების შემდეგ მოსკოვს „გაემგზავრა“ და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, ზარბაზანა „მოსფილმის“ ვაშლის ბაღში ყოფილა დაკრძალული, რომელიც 1950-იან წლებში ალექსანდრე დოვჟენკომ გააშენა.

წყარო

myquiz