აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდები - როგორია WORLD RECORD ACADEMY-ის ათეული | Allnews.Ge

აღდგომის დღესასწაულზე დამყარებული მსოფლიო რეკორდები - როგორია WORLD RECORD ACADEMY-ის ათეული

WORLD RECORD ACADEMY-მა ყველაზე საინტერესო აღდგომის მსოფლიო რეკორდების ათეული გამოაქვეყნა. მასში შესულია ყველაზე დიდი მოხატული სააღდგომო კვერცხი, ყველაზე დიდი პასკა, შოკოლადის პანეტონი და ა.შ.

გთავაზობთ აღდგომის მსოფლიო რეკორდების ტოპ ათეულს WORLD RECORD ACADEMY-დან:

ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხი: მსოფლიო რეკორდი რუმინეთის ქალაქ სუჩეავამ დაამყარა

fvghjkmbv-nkm-1681475352-1681794974.jpg

რუმინეთში, ქალაქ სუჩეავას მუნიციპალიტეტის მერიამ აღდგომის დღესასწაულზე ქალაქში გიგანტური სააღდგომო კვერცხი გამოიტანა.

7,25 მეტრი სიმაღლის, 4,6 მეტრი დიამეტრის და 1,8 ტონა შეღებილმა კვერცხმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ყველაზე დიდი სააღდგომო პასკა: მსოფლიო რეკორდი რუმინეთში, ქალაქ რადაუთში დამყარდა

dcfvghjkljhgf-1681475300-1681794994.jpg

რუმინეთში, ქალაქ რადაუთის მერიაში გააკეთეს 2,10 მეტრი დიამეტრის, 10 სმ სიმაღლის და 170 კილოგრამიანი პასკა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სააღდგომო პური ნაქსოვ კალათაში ჩადეს და მართლმადიდებლური ტაძრის წინ განათავსეს.

პირველი რობოტი, რომელსაც შეუძლია სააღდგომო კვერცხების გაფორმება: Egg-Bot-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (PICS & HD ვიდეო)

dvfbgnhjmk-1681475258-1681795080.jpg

კალიფრონიაში შექმნეს რობოტი Egg-Bot, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ თქვენი ილუსტრაცია კომპიუტერზე, შემდეგ მიიტანოთ დიზაინი და რობოტს მოახატინოთ კვერცხი. მას შეუძლია დახატოს როგორც მოხარშულ, ასევე უმ კვერცხზე. სწორედ ამ გამოგონებამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

იხილეთ სრულად

myquiz