ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან | Allnews.Ge

ჯეკ ტეიშეირა: რა არის ცნობილი 21 წლის ბიჭზე, რომელსაც პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებას ედავებიან

პენ­ტა­გო­ნი­დან სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რი, 21 წლის ჯეკ დუ­გ­ლას ტე­ი­შე­ი­რა და­ა­სა­ხე­ლეს.

რო­გორც მე­დია წერს, ტე­ი­შე­ი­რამ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "დის­კორ­დის" ჩათ­ში გა­ავ­რცე­ლა.ტე­ი­შე­ი­რამ, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯა­შუ­შო­ბას ედა­ვე­ბი­ან, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა 2020 წელს, მა­სა­ჩუ­სეთ­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ და­ი­ტონ­ში და­ამ­თავ­რა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­სა­ჩუ­სეთ­სის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა და 102-ე დაზ­ვერ­ვის ფრთას შე­უ­ერ­თდა.

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ჯეკ­მა სა­ჰა­ე­რო მებ­რძო­ლის პირ­ვე­ლი კლა­სის წო­დე­ბა მი­ი­ღო. შემ­დეგ ოტი­სის სა­ჰა­ე­რო ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ბა­ზა­ზე გა­უშ­ვეს. მისი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­ი­შე­ი­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბა კი­ბერ­სის­ტე­მე­ბის მუ­შა­კი იყო. სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლის მუ­შა­ო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

us-leak-suspect-texeira-sixteen-nine-1681484005.avif

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯეკ ტე­ი­შე­ი­რას ოჯახს სამ­ხედ­რო მსა­ხუ­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს. Washington Post-ის ცნო­ბით, მისი მა­მი­ნაც­ვა­ლი 34-წლი­ა­ნი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ გა­ვი­და პენ­სი­ა­ზე. ბო­ლოს ის 102-ე დაზ­ვერ­ვის ფრთის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი იყო ( იგი­ვე ფრთა, რო­მელ­შიც ტე­ი­შე­ი­რა მუ­შა­ობ­და). რაც შე­ე­ხე­ბა ჯე­კის დე­დას, მუ­შა­ობ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ვე­ტე­რან­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

რო­გორ და რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ტე­ი­ე­შე­ი­რამ სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბი? ტე­ი­შე­ი­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "დის­კორ­დზე" პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. მან შექ­მნა ჩათი, სა­დაც შეს­ვლა მხო­ლოდ მიწ­ვე­ვით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩათ­რუ­მის, სა­ხე­ლად Thug Shaker Central-ის წევ­რე­ბი 30-მდე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

Washington Post-ი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ხა­ლი­სო ფო­ტო­ებს უზი­ა­რებ­დნენ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და რა­სის­ტულ ხუმ­რო­ბებს ამ­ბობ­დნენ, უყუ­რებ­დნენ ფილ­მებს და ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ.

ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ტე­ი­შე­ი­რა ქა­რიზ­მა­ტულ და ია­რა­ღე­ბით გა­ტა­ცე­ბულ ახალ­გაზ­რდად და­ა­ხა­სი­ა­თა. ჯგუ­ფის წევრთა თქმით, ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და, რომ და­ნარ­ჩე­ნებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

"ის იყო კაცი, მითი და ის იყო ლე­გენ­და. ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და", - აცხა­დებს პრე­სას­თან ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა. იხილეთ სრულად

myquiz