1 პასკის ფასი 130 ლარია, 2 პასკა კი - 290 ღირს - უცნაური პოსტი, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა | Allnews.Ge

1 პასკის ფასი 130 ლარია, 2 პასკა კი - 290 ღირს - უცნაური პოსტი, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კომპანია "ჩირჩხელას" პოსტი გავრცელდა, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"დაიწყო პასკებზე შეკვეთების მიღება უგემრიელესი, ტრადიციული პასკები ახალი გემოებით, მხოლოდ ჩირჩხელას ჩირებით, ნიგვზით და შავი ოქროს შოკოლადით.

1-კილოგრამიანი პასკა 1 ცალი 130 ლარი. ორი ცალის შეძენის შემთხვევაში ფასი 290 ლარი. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ." - ვკითხულობთ პოსტში.

340090789-619579943323085-6493627861086191593-n-1681190445.jpg

უცნაურმა კამპანიამ საზოგადოება გაამხიარულა და "ჩირჩხელას" პოსტს რამდენიმე სახალისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

"და თუ სამი პასკა მინდა მაშინ რა ხდება 450? თუ მესამეზე 30 კი არა 60 ემატება?"

"მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულზე გაქვთ ესეთი ფასდაკლება?"

"რაღაც სიურპრიზს გვიმზადებს აშკარად ჩირჩხელა"

"სამი ცალის შეძენის შემთხვევაში რა ხდება?"

"ფხიზლები მუშაობთ ნამდვილად?!"

myquiz