"მან ბინა გაყიდა და ტყეში გადავიდა საცხოვრებლად" - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს "კავკასიელი ტყვე ქალის" ვარსკვლავი? | Allnews.Ge

"მან ბინა გაყიდა და ტყეში გადავიდა საცხოვრებლად" - როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს "კავკასიელი ტყვე ქალის" ვარსკვლავი?

პოპულარულმა საბჭოთა მსახიობმა ნატალია ვარლეიმ, რომელიც ამჟამად 75 წლისაა, დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტა.

არტისტი ადრე ნოვი არბატის მახლობლად ელიტარულ კომპლექსში ცხოვრობდა.

თუმცა, როგორც თავად ნატალიამ აღნიშნა, მისი მეზობლები ძალიან ხმაურიანები გამოდგნენ და ლეგენდარულმა მსახიობმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

202304011548556227-1681115095.jpg

202304011548236227-1681115107.jpg

ვარლეიმ საცხოვრებელი ფართის გაყიდვა გადაწყვიტა და აღებული თანხით 2 ბინის ყიდვა შეძლო: თავისთვის და შვილისთვის. საკმაოდ სარფიანი გარიგების შემდეგ, ვარლეი საცხოვრებლად გადავიდა, დედაქალაქის მახლობლად აგარაკზე, რომელიც მდებარეობს მოსკოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში.

ვარლეიმ მშობლებისთვის ამ ლამაზი სახლის აშენება წლების წინ დაიწყო. რუსული კინოს ვარსკვლავს მისი აშენება 6 მილიონი რუბლი დაუჯდა (დაახლოებით 200 000 ლარი).

მაგრამ დედის, არიადნას გარდაცვალების შემდეგ ტყეში სახლი მრავალი წლის განმავლობაში ცარიელი იყო.

202304011549496227-1681115142.jpg

აქვე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პატარა ლამაზი ბიბლიოთეკა.

wr-750-1681115329.webp

წარმოშობით რუმინელი საბჭოთა მსახიობი ნატალია ვარლეი მიუხედავად იმისა, რომ მთელი კარიერის მანძილზე 50 -ზე მეტ ფილმში თამაშობდა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა ლეონიდ გაიდაის ლეგენდარული კინოკომედიით "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკას ახალი თავგადასავალი(1966)

888x648-0xc0a839a2-20443278891491232038-1681115222.jpeg

ფილმების გარდა ნატალია ვარლეი ახმოვანებდა სერიალებს, მათ შორის ვერონიკა კასტროს გმირებს სერიალებში "მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდი".

2018 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „თოკზე მოსიარულე“, სადაც ერთ-ერთ თავში ნატალია ვარლეიმ კინორეჟისორი ლეონიდ გაიდაი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ასე გამოიყურება ნატალია დღეს

b129bee8332db23aebb250ced65ed600-1681115278.jpg

varley-sergey-mamontov-632-1681115290.webp

myquiz