როგორ დაამარცხა დეპრესია განქორწინების შემდეგ ადელმა და როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები?
ადელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მომღერალი დღესდღეობით, 15 "გრემის" მფლობელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც ორჯერ მოახერხა გამარჯვება ნომინაციებში "წლის ალბომი", "წლის ჩანაწერი", "წლის სიმღერა". ხოლო მის სიმღერას "Skyfall" მიღებული აქვს "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი".
ადელმა არა მხოლოდ საქმიანობით დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, არამედ ცხოვრების წესითაც უჩვენა ყველას, რომ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანია და ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შეცვლილი გარეგნობით წარდგა მაყურებლის წინაშე... თუმცა მანამდე მის ცხოვრებას მივყვეთ...
პატარა ადელი
ადელ ლორი ბლუ ადკინსი 1988 წლის 5 მაისს დაიბადა ლონდონში, მარკ ევანსისა და პენი ადკინსის ოჯახში. გოგონა 2 წლის იყო, როცა მამა სახლიდან წავიდა და წლები აღარ დაინტერესებულა, როგორ გაჰქონდა თავი მის ოჯახს ან როგორ ცხოვრობდა. მოგვიანებით ადელი ამბობდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმა მამამ მიაყენა ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით. "მის გამო ვერა და ვერ ვისწავლე, როგორ მიმეღო სხვისი სიყვარული და არასდროს ველოდი კარგს ადამიანებისგან", - თქვა ერთხელ მომღერალმა. რამდენიმე წლის წინ, როცა ევანსი მძიმედ დაავადდა, ადელმა მასთან ურთიერთობა განაახლა და აპატია მიყენებული ტკივილი. სანამ მამამისი გარდაიცვლებოდა, ადელს მასთან ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა და "ზუმით" მთელი ბოლო ალბომი უმღერა. "მითხრა, რომ ამაყობდა ჩემით. ამის მერე ვიგრძენი, რომმ ძველი იარები შეხორცდა", - ამბობს ადელი.
...მამის სახლიდან წასვლის შემდეგ დედამისმა ადელი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსკენ, ბრაიტონში გადაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ 1999 წლამდე, მერე კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. დედას სამ ადგილას უწევდა მუშაობა, რომ ოჯახი ერჩინა და გარდა ამისა, ნიჭიერი ქალიშვილის ვოკალის გაკვეთილების გადასახადი გადაეხადა - ადელი 4 წლიდან აქტიურად მღეროდა და გარშემო ყველა ამბობდა, რომ განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.
მისი ოთახი საყვარელი მუსიკოსების პლაკატებით იყო მორთული. ხშირად გამოდიოდა სკოლის ღონისძიებებზე და მაშინვე ძლიერი ხმა და ფართო ვოკალური დიაპაზონი ჰქონდა. მეგობრები აღტაცებული იყვნენ, თუმცა თავად სულ კომპლექსდებოდა გარეგნობის გამო და ფიქრობდა, რომ დიდ სცენაზე არც უნდა ეოცნება.
თუმცა დედას ყოველთვის სჯეროდა მისი და სწორედ მან დაარწმუნა, ლონდონის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში გასაუბრება გაევლო. ადელმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ბრიტანეთის საუკეთესო პედაგოგებთან შეუდგა ვოკალის სწავლას. იხილეთ სრულად