"წლებია, საქართველოში არ ვცხოვრობ" - როგორ მოხვდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიშა კალანდაძე ეკრანზე? | Allnews.Ge

"წლებია, საქართველოში არ ვცხოვრობ" - როგორ მოხვდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიშა კალანდაძე ეკრანზე?

ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი მიშა კა­ლან­და­ძე ეკ­რანს ლა­დოს რო­ლით და­უბ­რუნ­და (სე­რი­ა­ლი "სიყ­ვა­რულს მიღ­მა"). მიშა გვი­ამ­ბობს, რამ­დე­ნად რთუ­ლია შე­ას­რუ­ლო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის როლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, პერ­სო­ნა­ჟის გან­ცდე­ბი მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ი­ტა­ნო, რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის მიღ­მა?

- მიშა, მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ამ რით და­გა­ინ­ტე­რე­სათ?

- ჩემ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ბა­ბუ­ამ, გივი ბოჟა­ძემ - თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი გახ­ლდათ, ბევ­რნა­ირ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და (ფორ­ტე­პი­ა­ნო, გი­ტა­რა, ბა­ლა­ლა­ი­კა, ფან­დუ­რი, აკორ­დე­ო­ნი, სა­ლა­მუ­რი...), დებ იშხნე­ლებ­თან მღე­რო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ხელ­შე­წყო­ბა არ ჰქონ­და, მამა გა­და­უ­სახ­ლეს და მუ­სი­კა­ლურ სფე­როს ჩა­მო­შორ­და, თუმ­ცა იშხნე­ლებ­თან შე­ძე­ნილ­მა ცოდ­ნამ მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ბა­ბუ­ამ დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა, მუ­სი­კა­ლუ­რი ან სამ­სა­ხი­ო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­ნამ თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რებ­დი, დიდი გზა გა­ვი­ა­რე, დრამ­წრე­ზე სი­ა­რუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­პე­რო გან­ხრი­თაც ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ან­თან დავ­დი­ო­დი. ერთ დღეს ბა­ტონ­მა თენ­გიზ­მა მი­თხრა, - ან მუ­სი­კა აირ­ჩიე, ან მსა­ხი­ო­ბო­ბაო. თე­ატ­რი ვარ­ჩიე, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი პე­და­გო­გი გახ­ლდათ და­ვით ან­დღუ­ლა­ძე და მას­თან ერ­თად უნდა გა­ვიხ­სე­ნო მა­ნა­ნა კვირ­კვე­ლია, რო­მე­ლიც და­ვით ან­დღუ­ლა­ძის ასის­ტენ­ტი და ჩემი პე­და­გო­გი იყო.

193017569-4102383119827167-3061081360069777171-n-63499-1680937974.jpg

- ეს პრო­ფე­სია ისე­თი­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც წარ­მო­გედ­გი­ნათ?

- რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ეს პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო და დღე­საც ასეა. და­ვით ან­დღუ­ლა­ძემ პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც 10 წელი გა­ვა­ტა­რე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, იქ უკვე შემ­დგარ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი. ის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თე­ატ­რი და სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბოლო წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ. ის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია, მსა­ხი­ო­ბებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით აი­სა­ხე­ბა. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­დავ­წყვი­ტე სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და პე­რი­ო­დუ­ლად იქ მე­ცხოვ­რა.

- ოჯახ­თან ერ­თად წახ­ვე­დით?

- არა, ჩემი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლეს და­შო­რე­ბუ­ლი ვარ, ჩემი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, მათ გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ამი­ტომ ახ­ლაც პე­რი­ო­დუ­ლად მივ­დი­ვარ.

untitled-63489-1680937987.jpg

- იქ რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ. ენა კარ­გად ვიცი, ბო­ლოს ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. რა აკომ­პენ­სი­რებს მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში? ის, რომ ცნო­ბი­ლი ხდე­ბი, მა­ყუ­რე­ბე­ლი ქუ­ჩა­ში გცნობს და მის­გან სით­ბოს გრძნობ, ეს გი­კომ­პენ­სი­რებს ყვე­ლა­ფერს, თან შენს ჭიას ახა­რებ. თავს გრძნობ ძა­ლი­ან კარ­გად, რო­დე­საც კარ­გი პარტნი­ო­რი გყავს. ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, სა­ცობ­ში - მა­ყუ­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ყველ­გან მი­ზი­ა­რებს, ჩემი გმი­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­დე­ბი­თია.

- ლა­დოს როლ­ზე რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ერთ დღეს პრო­დი­უ­სერ­მა სა­ლო­მე ღლონტმა და­მი­რე­კა და მკი­თხა, - მიშა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხარ? 3-4-სე­რი­ი­ა­ნი, პა­ტა­რა როლი მაქვს და შეძ­ლებ ითა­მა­შოო? ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ჩე­მო­დან­ზე ვზი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა უეც­რად ისე­თი საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდეს, წა­სას­ვლე­ლი გავ­ხდე. რად­გან სა­ლო­მემ მი­თხრა, რომ 3-4 ეპი­ზოდს გა­და­ი­ღებ­დნენ, დავ­თან­ხმდი. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო, ამ პერ­სო­ნაჟ­მა ხალ­ხის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ასე შე­მორ­ჩა სე­რი­ალს. იხილეთ სრულად

myquiz