ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიციები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი | Allnews.Ge

ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიციები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი

მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და უნიკალურია, თითოეულ მათგანს უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები გააჩნია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა ამჯერად, თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ხალხთა უცნაურ საქორწინო რიტუალებზე შევაჩერებ, რომელთაგან ზოგიერთი სიველურედაც კი მოგეჩვენებათ.

"ბინძური" შვეიცარია

2022072317513986669-1680855809.jpg

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიის სოფლებში დღესაც შენარჩუნებულია პატარძლისთვის ტალახის სროლის ტრადიცია.

ამ დამამცირებელი რიტუალის დროს როგორც წესი, გოგონას კეტჩუპისგან, გაფუჭებული ნარჩენი საკვებისგან, მაიონეზისგან, ლუდისგან და წყლით დამბალი, აზელილი მიწისგან მოზელილ გუნდებს ესვრიან.

ამის შემდეგ საქმროს, პატარძალი მეგობრებთან ერთად ქალაქში მიჰყავს, სადაც ტალახში ამოსვრილს ბარიდან ბარში დაატარებს და იქ შეკრებილ ადამიანებს უჩვენებს. ითვლება, რომ ასეთი ჯოჯოხეთის შემდეგ, ყველა გაჭირვება, რომელიც შეიძლება მოხდეს ოჯახურ ცხოვრებაში, არ იქნება საკმარისი ჩხუბისა და უთანხმოების ღირსი.

ბედნიერი ღიმილი ბალიზე

2022072317453086669-1680855873.jpg

როდესაც ახალდაქორწინებულები ოჯახურ თანაცხოვრებას იწყებენ და პატარძალი მთლიანად საქმროს მეურვეობის ქვეშ გადადის, ფრიად საინტერესო რიტუალი სრულდება. ახალდაქორწინებულებს თქვენ წარმოიდგინეთ და, კბილებს უქლიბავენ. რწმენის მიხედვით ეს მათგან რისხვას, შურს, ვნებას და სიხარბეს განდევნის.

გერმანია

wedd-5-1680856778.jpg

არაფერი განსაკუთრებული, ქორწილის შემდეგ ისინი უბრალოდ გამზადებულ მორს ხერხავენ.

თავშეკავება ბორნეოზე

2022072318030086669-1680855915.jpg

ბორნეოზე ახალდაქორწინებულებს წინ მართლაც სასტიკი გამოცდა ელით. მათ სამი დღე ტუალეტში გასვლა ეკრძალებათ. შეყვარებულთა თითოეულ ნაბიჯს მცველები აკონტროლებენ. ითვლება, რომ თუ ამას ისინი ერთად გაივლიან - ოჯახში ჰარმონია და ბედნიერება დაისადგურებს, ხოლო თუ წყვილი ასეთ გამოცდას ვერ გაუძლეს, ჩხუბსა და უთანხმოებას ვერ აცდება.

ნიგერია

wedd-7-1680856728.jpg

ნიგერიაში გოგონა ქორწილისთვის მზადებას 1 წლით ადრე იწყებს. ის ცალკე სახლში გადადის და ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას ერიდება. ნათესავები კი მას ყოველდღიურად აწვდიან კალორიულ საკვებს, რათა ქორწილისთვის წონაში მოიმატოს. ნიგერიაში სჯრათ, რომ გამხდარ ქალებთან ქორწილი უბედური იქნება.

ქალის ცხოვრების გააზრება, კენია

2022072317553786669-1680856000.jpg

კენიაში არის ტომი, სადაც საქმრო ვალდებულია ერთი თვე ქალის ფორმაში გადაცმულმა იაროს, რათა მისი ყოფის მთელი არსი საკუთარ თავზე ბოლომდე შეიგრძნოს. იხილეთ სრულად

myquiz