სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი და უცნაური ტრავმები | Allnews.Ge

სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი და უცნაური ტრავმები

ალბათ არაერთი სტატია წაგიკითხავთ, სადაც ექიმები სექსის დადებით მხარეებზე საუბრობენ, თუმცა, არის იშვიათი შემთხვევები სექსის დროს, როდესაც ადამიანებმა შესაძლებელია სხვა და სხვა სახის დაზიანება მიიღონ.

მსგავსი შემთხვევები საბედნიეროდ, არც ისე ხშირად ხდება, თუმცა მსგავსი დაზიანებები პერიოდულად მაინც ხდება.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ექიმების მიერ აღრიცხულ ყველაზე მოულოდნელ და უცნაურ ტრავმებს, რომლებიც მათმა პაციენტებმა სექსის დროს მიიღეს.

სასქესო ორგანო და ელვა შესაკრავი

denimzipper-gettyimages-673084118-94ba90ae8b274cff9a3e6e89d2b7daf7-1680683659.jpg

როგორც აღმოჩნდა შარვლის ელვა შესაკრავით მამაკაცის სასქესო ორგანოს დაზიანების შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2002-დან 2010 წლამდე მსგავსი 17 616 შემთხვევა დაფიქსირდა.

ცხარე საკვების ზემოქმედების შედეგად გენიტალიების დამწვრობა

1519157479-chili-horizontal-1680683715.jpg

ტეხასელ ექიმ გეიბ ვილსონს მოუწია ქალის მკურნალობა, რომელმაც ორალური სექსის დროს მიიღო დამწვრობა. მისმა პარტნიორმა სქესობრივი კონტაქტის წინ მიირთვა ცხარე კერძი. ცხარე სოუსმა ქალბატონის გენიტალიების სერიოზული დამწვრობა გამოიწვია.

სასიკვდილო კოცნა

02edc7f4d8a8093810bb77954bad41b5-1680683846.jpg

სექსუალური აქტის დროს პარტნიორები ხშირად კოცნიან ერთმანეთს, რის შედეგადაც ხანდახან მცირე დალურჯებები აღენიშნებათ.

თუმცა, 2016 წელს მეხიკოში 17 წლის ხულიო მატიას გონსალესი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შეყვარებულმა მას ძლიერად უკბინა. ახალგაზრდას სისხლის შედედება დაემართა. ხულიომ ექიმს დროულად არ მიმართა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სასქესო ასოს სხვადასხვა მოტეხილობები

shutterstock-766342060-1680684023.jpg

ამერიკელ უროლოგ რობერტ ჰატმანის განმარტებით ასეთი ტრავმები ჩვეულებრივ, უცნაური სექსის დროს ხდება.

ორალური სექსი და ბრეკეტები

types-of-braces-1648491073-1680684057.webp

რობერტ ჰატმანთან ასევე მოხვდა ახალგაზრდა პაციენტი სასქესო ასოს ძლიერი შეშუპებით და კანზე ხილული დაზიანებებით. ტრავმის მიზეზი აღმოჩნდა ორალური სექსი პარტნიორთან, რომელსაც ეკეთა ბრეკეტები. ბრეკეტებით მიყენებული ტრავმები გახდა ინფექციის შეჭრის მიზეზი - ბრეკეტებში არსებული ბაქტერიები და საკვების ნარჩენები მოხვდა ასოს ჭრილობებში. ახალგაზრდას მოუწია ანტიბიოტიკების კურსით მკურნალობის ჩატარება.

myquiz