როგორ გახდა Dior მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდის სახლი? | Allnews.Ge

როგორ გახდა Dior მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდის სახლი?

Dior-ის კლასიკური და მარადიული მოდა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა.

კრისტიან დიორს, ჰყავს მემკვიდრეები და თანამოაზრეები, რომლებიც ნაწილობრივ ქმნიან მის ისტორიას. დღეს Dior ცნობილია, როგორც თანამედროვე მოდის გიგანტი.

როგორ დაიწყო მეგა ბრენდმა არსებობა?

მრავალეროვნული მოდის სახლი დააარსა კრისტიან დიორმა, რომელიც 1905 წლის იანვარში, ზღვისპირა ქალაქში, საფრანგეთში, ნორმანდიაში დაიბადა.

ის თავის ოთხ და-ძმასთან ერთად მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. მამა სასუქის წარმოების ბიზნესს ფლობდა.

dfrgmkfgvl-1680266190-1680424456.jpg

1910 წელს ოჯახი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც კრისტიანი მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობდა. სანამ მოდის სფეროში შევიდოდა, საფრანგეთში სამხატვრო გალერეას მართავდა. 1929 წელს დიორის ოჯახმა ფინანსური კრიზის განიცადა, რის გამოც კრისტიანი იძულებული გახდა დაეხურა თავისი სამხატვრო გალერეა. მუშაობა დიზაინერ რობერტ პიგესთან და ყოფილ კუტურიე ლუსიენ ლელონგთან განაგრძო, შემდეგ კი თავისი ესკიზები მაღალი მოდური სახლებს მიჰყიდა.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო კრისტიანი ჯარში გამოიძახეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 1946 წელს ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდა საკუთარი მოდის სახლს ხსნის. იხილეთ სრულად

myquiz