"ძალიან ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა" - ინტერვიუ მერი არა­ბი­ძესთან | Allnews.Ge

"ძალიან ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა" - ინტერვიუ მერი არა­ბი­ძესთან

წელს მონ­ტე­ნეგ­რო­ში გა­მარ­თულ ჭად­რაკ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ველ ად­გილ­ზე ქარ­თვე­ლი მერი არა­ბი­ძე გავი­და და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

მერი არა­ბი­ძემ 11-დან 8,5 ქუ­ლით არ და­უთ­მო პირ­ვე­ლო­ბა პო­ლო­ნელ ოლი­ვია კი­ოლ­ბა­სას. 29 წლის მერი არა­ბი­ძე მე­ო­რე ქარ­თვე­ლია (ნანა ძაგ­ნი­ძის მერე), რო­მელ­მაც კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­გო. არა­ბი­ძე 6 წლი­დან სწავ­ლობს ჭად­რაკს სამ­ტრე­დი­ა­ში, ბოლო 5 წე­ლია რაც ზუ­რაბ სტუ­რუ­ას­თან მუ­შა­ობს. გა­სულ წელს მერი სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

meri-arabidze345-66073-1680333935.jpg

წინ მსოფ­ლიო თა­სის დიდი ტურ­ნი­რია, რო­მე­ლიც 29 ივ­ლი­სი­დან ბა­ქო­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ambebi.ge ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ მერი არა­ბი­ძეს ესა­უბ­რა:

-1-2 ად­გილ­ზე გამ­სვლე­ლებ­მა თა­ნა­ბა­რი ქუ­ლე­ბი და­ვაგ­რო­ვეთ, და­მა­ტე­ბით მაჩ­ვე­ნებ­ლად ით­ვლე­ბო­და პი­რა­დი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც პო­ლო­ნელ ოლი­ვია კი­ოლ­ბა­სას მო­ვუ­გე და ამის გამო ავ­ტო­მა­ტუ­რად პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დი. მე­სა­მე ად­გილ­ზეც პო­ლო­ნე­ლი გა­ვი­და. პრაქ­ტი­კუ­ლად, ათე­ულ­ში ქარ­თვე­ლე­ბი და პო­ლო­ნე­ლე­ბი დო­მი­ნი­რებ­დნენ. ქარ­თვე­ლე­ბი­დან ასე­ვე კარ­გად ითა­მა­შეს სა­ლო­მე მე­ლი­ამ (მე-5 ად­გილ­ზე გა­ვი­და) და ლელა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა (მე-7 ად­გი­ლი). სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ვი­და, რომ ამ ტურ­ნი­რი­დან მე ისე­დაც მქონ­და მსოფ­ლიო თა­სის საგ­ზუ­რი, სა­ლო­მე მე­ლი­ას და ლე­ლას არ ჰქონ­დათ და მა­თაც აი­ღეს. მსოფ­ლიო თასი წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბა­ქო­ში გა­ი­მარ­თე­ბა (29 ივ­ლისს იწყე­ბა და აგ­ვის­ტოს თვე­ში გა­და­დის) და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა გა­მო­ვა, ყვე­ლას აქვს უკვე საგ­ზუ­რი მო­პო­ვე­ბუ­ლი - ნანა ძაგ­ნი­ძეს, ნინო ბა­სი­აშ­ვილს, სა­ლო­მე მე­ლი­ას, ლელა ჯა­ვა­ხიშ­ვილს, ლელა ხო­ტე­ნაშ­ვილს და მე.

- რო­დის და­ი­წყეთ ჭად­რა­კის სწავ­ლა?

- 29 წლის ვარ და აქე­დან 23 წე­ლია ჭად­რაკს ვთა­მა­შობ. 6 წლი­დან და­ვი­წყე სწავ­ლა და ეს დე­დას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი და ამი­ტომ ჩათ­ვა­ლა, რომ ჭად­რა­კი ჩემ­თვის "ზედ­გა­მოჭ­რი­ლი იქ­ნე­ბო­და“ და ზუს­ტად გა­ა­მარ­თლა მის­მა ალ­ღომ, დე­დამ მი­პო­ვა ის საქ­მე, რო­მე­ლიც მარ­თლა კარ­გად გა­მომ­დის, მეც ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი ვარ..

ჭად­რა­კის სწავ­ლა და­ვი­წყე სამ­ტრე­დი­ა­ში ან­ზორ მა­ჩი­ტი­ძეს­თან, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 2 წელი გოჩა ჩა­ჩუ­ას­თან ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, შემ­დეგ 1 წელი ბესო ლეჟა­ვას­თან, 12 წლის ასა­კი­დან კი უკვე ალექ­სან­დრე არ­სე­ნი­ძეს­თან გა­და­ვე­დი ქუ­თა­ის­ში და, პრაქ­ტი­კუ­ლად, 13 წელი მას­თან ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი (პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა წამ­ყვან მწვრთნე­ლებ­თან). რად­გან და­სავ­ლეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, სამ­ტრე­დი­ა­ში და თბი­ლის­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დი (მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის მუდ­მი­ვად დი­დოს­ტა­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა), პა­ტა­რა­ო­ბი­დან ასეთ რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვი და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის. ბოლო 5 წე­ლია თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ და აქ ვმუ­შა­ობ ზუ­რაბ სტუ­რუ­ას­თან - ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ და­მი­ნიშ­ნა პი­რა­დი მწვრთნე­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა იყო, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა ყვე­ლა­ზე დიდი კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვაა ჩემ­თვის. იხილეთ სრულად