ვინ არის და რას წერს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს | Allnews.Ge

ვინ არის და რას წერს ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს

ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის" ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. ამის თა­ო­ბა­ზე გვე­ლე­სი­ან­მა თა­ვის "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დზე" და­წე­რა, რო­მელ­შიც ასე­ვე სა­უბ­რობს, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა დღემ­დე არა და არ ეძ­ლე­ვა.

"გუ­შინ სპარ­სე­თის ლი­გის 22/23 სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­მა­სა­ხე­ლეს და და­მა­ჯილ­დო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მცვე­ლე­ბი იყ­ვნენ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა, მათ შო­რის ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტებ­მა, მი­იჩ­ნი­ეს, რომ მე და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს პრი­ზი. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის და რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­შობს, რო­გორც ლე­გი­ო­ნე­რი. მო­ტი­ვა­ცია და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. მი­თუ­მე­ტეს, როცა არას­დროს მი­თა­მა­შია ჩემი ქვეყ­ნის ნაკ­რებ­ში, მათ შო­რის არ­ცერთ ასა­კობ­რივ­ში, 1 წუ­თიც კი.

შე­იძ­ლე­ბა იყო დრო, როცა არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იქ ყოფ­ნას, მაგ­რამ იყო დროც, რო­დე­საც და­ვიმ­სა­ხუ­რე და ეს ფაქ­ტი ყო­ველ­თვის ანად­გუ­რებ­და ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ას, თით­ქოს არ ვარ­სე­ბობ, თით­ქოს სამ­შობ­ლოს არ მაქვს... მათ თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი აქვთ და ყუ­რე­ბი - დახ­შუ­ლი... გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა აზი­ის ერთ-ერთი უდი­დე­სი გუნ­დის, "პერ­სე­პო­ლი­სის" წევ­რი ვარ! წლი­დან წლამ­დე პროგ­რე­სი მაქვს და ვინც მიც­ნობს, ხვდე­ბა, რამ­დე­ნად დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ საქ­მის მი­მართ. ყვე­ლა ოც­ნე­ბობს ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე, მეც ასე ვარ. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რო­ბა ბევრ ახალ გზა­ზე მწვა­ნე შუქს აჩენს და ადა­მი­ანს უხ­სნის უზარ­მა­ზარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კა­რი­ე­რა­ში, ამის გა­რე­შე, გზა, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­მა უნდა გა­ი­ა­როს, რთუ­ლი ხდე­ბა.

შე­საძ­ლოა, ისი­ნი ელოდ­ნენ, რომ ვი­თა­მა­შებ­დი ევ­რო­პის ტოპ 5-ში, ვინ იცის, ალ­ბათ, შე­მეძ­ლო კი­დეც... თუ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს უც­დი­ათ ეს. არც ვწუ­წუ­ნებ, მო­წყა­ლე­ბას და მოწ­ვე­ვას არ ვი­თხოვ. უბ­რა­ლოდ, ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მაქვს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ირა­ნი­დან და ირა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გვერ­დში მიდ­გას და მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლე­ვენ. მად­ლო­ბა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მე­გობ­რებს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. პრი­ზი სიმ­ბო­ლუ­რია, მაგ­რამ გან­ცდა, რომ შენ შრო­მა და­ფა­სე­ბუ­ლია, ცალ­სა­ხად სა­სი­ა­მოვ­ნოა, მად­ლო­ბა დიდი მხარ­და­ჭე­რის­თვის!" - წერს გვე­ლე­სი­ა­ნი. იხილეთ სრულად

myquiz