წარმოუდგენელი დამთხვევები ისტორიაში, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია | Allnews.Ge

წარმოუდგენელი დამთხვევები ისტორიაში, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია

ამბობენ, რომ დამთხვევები არ არსებობს, მაგრამ რთულია ამის დაჯერება, როცა ისტორიაში უცნაური დამთხვევების მთელი რიგი ფაქტები არსებობს:

ედვინ ბუტი და რობერტ ლინკოლნი

2023033013200789693-1680251089.jpg

აბრაამ ლინკოლნის გარდაცვალებამდე მისი ვაჟი რობერტი გაემგზავრა ნიუ ჯერსიში. როდესაც მატარებელმა მოძრაობა დაიწყო, ახალგაზრდა ლინკოლნი მოულოდნელად ჩამოვარდა პლატფორმიდან და უკან ასვლას ვეღარ ახერხებდა. საბედნიეროდ, პალტოს საყელოთი დროულად ამოიყვანეს ისევ პლატფორმაზე. მისი გადამრჩენელი აღმოჩნდა ედვინ ბუტი, ამერიკელი მსახიობი და ჯონ უილკს ბუტის ძმა, რომელიც მოგვიანებით აბრაამ ლინკოლნის მკვლელი გახდა.

გავრილო პრინციპი და ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი

2023033013235289693-1680251142.jpg

სერბ-ბოსნიელმა რევოლუციონერმა გავრილო პრინციპმა, რომელმაც ესროლა ავსტრიის ერცჰერცოგს, თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება შემთხვევითობის წყალობით მოახერხა. ერცჰერცოგის მოკვლის პირველი მცდელობა სრული მარცხით დასრულდა, შემდეგ რადიკალმა გადაწყვიტა თავად ჩარეულიყო საქმეში.

მანქანა, რომელშიც ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, მძღოლის შეცდომის გამო არასწორ ადგილას მივიდა, შემდეგ მძღოლი გაჩერდა, რომ მანქანა უკან მოეტრიალებინა. სწორედ მაშინ პრინციპმა გადაწყვიტა გამოეყენებინა თავისი შანსი და რამდენიმე საბედისწერო გასროლა გაანხორციელა. საინტერესოა, ერცჰერცოგის მძღოლი სწორი მიმართულებით რომ წასულოყო, მოხდებოდა თუ არა პირველი მსოფლიო ომი?

იოსებ სტალინი და თემურლენგი

2023033013141889693-1680251781.jpg

1941 წელს იოსებ სტალინმა უბრძანა არქეოლოგთა ჯგუფს გაეხსნა შუა აზიელი დამპყრობლის თემურლენგის სამარხი, რომელიც დაკრძალული იყო სამარყანდში (უზბეკეთი). ჭორების თანახმად, მის საფლავზე იპოვეს წარწერა, სადაც ეწერა: „ვინც ჩემს საფლავს გახსნის, ომის ბოროტ სულს გაათავისუფლებს, ჩემზე უფრო ძლიერს“. ორი დღის შემდეგ გერმანული ჯარები შეიჭრნენ სსრკ-ს ტერიტორიაზე.

1942 წელს სტალინმა ბრძანა თემურლენგის ნეშტის ხელახლა დაკრძალვა. ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიის არმიამ სტალინგრადთან მარცი განიცადა, რაც გარდამტეხი მომენტი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

მარკ ტვენი და ჰალის კომეტა

2023033013290289693-1680251888.jpg

მწერალი მარკ ტვენი დაიბადა 1835 წელს, იმ დღეს, როდესაც ჰალის კომეტა დედამიწის მახლობლად გაფრინდა. და როდესაც მწერალი გარდაიცვალა 1910 წელს, კომეტა კვლავ გამოჩნდა დედამიწის ორბიტასთან, როგორც მწერალმა იწინასწარმეტყველა.

ტიტანიკი და ტიტანი

roberton-titanic-1680251963.jpg

წლებით ადრე, სანამ ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ფსკერზე ჩაიძირებოდა, მორგან რობერტსონმა დაწერა რომანი “ამაოება", რომელშიც მან აღწერა გემი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩაძირულ გიგანტს.. ჩაძირული „ტიტანი“ (ასე უწოდა მწერალმა თავის ხომალდს) აისბერგს შეეჯახა, წყალქვეშ ჩაიძირა და თან წაიღო მგზავრების უმეტესობის სიცოცხლე. წიგნში ტრაგედია მოხდა იმავე თვეში, როდესაც ნამდვილი ტიტანიკი ჩაიძირა.

ლუი XVI და რიცხვი 21

l-intro-1607549218-1680252073.jpg

როდესაც საფრანგეთის მეფე ლუი XVI ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ასტროლოგმა გააფრთხილა, რომ მუდამ ფხიზლად ყოფილიყო ყოველი თვის 21 რიცხვში. ამ პროგნოზმა ისე შეაშინა მეფე, რომ 21 რიცხვისთვის არასოდეს არაფერს გეგმავდა. საფრანგეთის რევოლუციამ აიძულა იგი დაევიწყებინა თავისი ჩვევა. 1791 წლის 21 ივნისს მეფე და დედოფალი დააპატიმრეს ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისას. შემდეგ, იმავე წლის 21 სექტემბერს, საფრანგეთი გამოცხადდა რესპუბლიკად. ხოლო 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუი XVI გილიოტინით სიკვდილით დასაჯეს. იხილეთ სრულად

myquiz