"ჰოლოდომორი" - საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა | Allnews.Ge

"ჰოლოდომორი" - საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ­მა ასამ­ბლე­ამ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მე­ლიც 1932-1933 წლე­ბის "ჰო­ლო­დო­მორს" აღი­ა­რებს, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ციდს. დო­კუ­მენ­ტში ფრან­გი დე­პუ­ტა­ტე­ბი გმო­ბენ ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვა.

"გვაქვს საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც "ჰო­ლო­დო­მო­რი“ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რა. მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ პრინ­ცი­პუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ნა­ბი­ჯის­თვის", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

11-48421-1680153074.jpg

"ჰო­ლო­დო­მო­რი“ გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვს მსოფ­ლი­ოს ოცზე მეტი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­სა და ის­ლან­დი­ა­ში. თვი­თონ უკ­რა­ი­ნამ "ჰო­ლო­დო­მო­რი“ გე­ნო­ცი­დად აღი­ა­რა 2006 წელს. რუ­სე­თი ამ შე­ფა­სე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი"

ტერ­მი­ნი "ჰო­ლო­დო­მო­რი“ უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და სი­ტყვა­სი­ტყვით "შიმ­ში­ლით სიკ­ვდილს" ნიშ­ნავს. მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა იყო, რაც კერ­ძო ფერ­მე­რე­ბის კო­ლექ­ტი­ურ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში იძუ­ლე­ბით გა­წევ­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და და რის ფარ­გლებ­შიც უკ­რა­ი­ნელ გლე­ხო­ბას ჩა­მო­არ­თვეს ყო­ველ­გვა­რი სა­სურ­სა­თო და­ნა­ზო­გი. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ "ჰო­ლო­დო­მო­რი" ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ა­წყვეს და ამის დახ­მა­რე­ბით საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ თა­ვი­სუ­ფა­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის დას­ჯა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, რომ­ლე­ბიც სტა­ლი­ნის ტო­ტა­ლი­ტა­რულ მმარ­თვე­ლო­ბას საფრ­თხეს უქ­მნიდ­ნენ.

holodomor-fotob2-48060-1680153090.jpg

სსრკ-ს სჯე­რო­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი გლე­ხე­ბი და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მარ­ცვლე­უ­ლის საკ­მა­ოდ დიდ მა­რაგს მა­ლავ­დნენ. სტა­ლი­ნის მი­თი­თე­ბით, შეძ­ლე­ბულ გლე­ხებს, ე.წ "კუ­ლა­კებს“ ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვეს და ყვე­ლა­ფე­რი კო­ლექ­ტი­ვის სა­კუთ­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს. აი­ძუ­ლებ­დნენ უფა­სოდ ემუ­შა­ვათ, ხოლო ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, მათ ციმ­ბირ­ში ასახ­ლებ­დნენ და "გუ­ლა­გებ­ში" სიკ­ვდი­ლამ­დე ამუ­შა­ვებ­დნენ.

სულ მალე კი მოს­კო­ვი­დან ახა­ლი ბრძა­ნე­ბა მო­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ხორ­ბლის ჩა­ბა­რე­ბის ნორ­მე­ბი იზ­რდე­ბო­და. წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი გლე­ხებს სახ­ლებ­ში უვარ­დე­ბოდ­ნენ და გა­და­მა­ლულ ხორ­ბალს არ­თმევ­დნენ. და­უ­თე­სა­ვი დარ­ჩა მათი მი­წე­ბიც. მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში საკ­ვე­ბის მა­რა­გი მთლი­ა­ნად ამო­ი­წუ­რა. იხილეთ სრულად

myquiz