რამდენჯერ მოატყუა "ერთმორწმუნე რუსეთმა" საქართველო? | Allnews.Ge

რამდენჯერ მოატყუა "ერთმორწმუნე რუსეთმა" საქართველო?

თით­ქმის შვიდ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რჯერ უღა­ლა­ტია და და­უმ­ტკი­ცე­ბია, რომ "ერ­თმორ­წმუ­ნე“ მე­ზო­ბე­ლი ყოვ­ლად არა­სა­ი­მე­დო და მე­ტიც - მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი "მო­კავ­ში­რე" იყო.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ XV სა­უ­კუ­ნე­ში დამ­ყარ­და. 1483 წელს კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე I-მა მო­ა­წყო ელ­ჩო­ბა მოს­კოვ­ში და დიდ მთა­ვარს ივა­ნე III-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ლო­ცა ოქ­როს ურ­დოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლა. ეს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო, რო­მელ­საც იმ ეტაპ­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზა­ზე გა­და­იდ­გა იმა­ვე ალექ­სან­დრე I-ის შვი­ლიშ­ვი­ლის - ლე­ვან კახ­თა მე­ფის მმარ­თვე­ლო­ბის (1518-1574) პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ერთი ხა­ნო­ბა კა­ხეთ­ში რუს­თა რაზ­მიც კი იდგა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში - 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგომ დას­რულ­და. უსა­მარ­თლო ომმა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის და­კარ­გვა მოგ­ვი­ტა­ნა, რუ­სეთ­მა კი ახა­ლი - ოკუ­პან­ტის სტა­ტუ­სი და­იმ­კვიდ­რა. რუ­სუ­ლი ღა­ლა­ტის ანა­ტო­მი­ა­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი მოგ­ვი­თხრობს:

- ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთ­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბამ და მის იმე­დად ყოფ­ნამ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არა­ერ­თხელ და­ა­ღა­ლა­ტა. პირ­ვე­ლად ეს მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, რო­დე­საც (1587 წლის 28 სექ­ტემ­ბერს) უმწვა­ვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა­ში კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II-მ ნაჩ­ქა­რე­ვად მო­ა­წე­რა ხელი ე.წ. "ფი­ცის წიგნს“ რუ­სე­თის მეფე თევ­დო­რე ივა­ნეს ძეს­თან, რი­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის უზე­ნა­ე­სო­ბა.

aleqsandreee11-44149-1680086071.jpg

კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე II

რუ­სე­თის­კენ "გა­დახ­რა“ ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­და კახთ ბა­ტონს, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და ლა­ვი­რე­ბას ირან-ოს­მა­ლეთს შო­რის. სპარ­სე­თის ენერ­გი­ულ­მა შაჰ­მა აბას I-მა, რო­მელ­მაც 1603 წელს ოს­მა­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ომი წა­მო­ი­წყო და დიდი რე­ვან­ში­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და, კა­ხეთ­ში ყი­ზილ­ბაშ­თა ჯა­რით გა­მოგ­ზავ­ნა ალექ­სან­დრე II-ის უმ­ცრო­სი ვაჟი (რო­მე­ლიც შა­ჰის კარ­ზე იყო აღ­ზრდი­ლი), გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი. ფორ­მა­ლუ­რად ამ უკა­ნას­კნელს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა მა­მა­მი­სი და უფ­რო­სი ძმა უფ­ლის­წუ­ლი გი­ორ­გი (ამა­ვე დროს მე­ფის თა­ნა­მო­საყ­დრე) შირ­ვან­ში (რო­მე­ლიც ამ დროს ოს­მალ­თა კონ­ტროლ­ქვეშ იყო) გა­ლაშ­ქრე­ბა­ზე, თუმ­ცა არა­ვი­თარ ეჭვს არ იწ­ვევს, რომ კონ­სტან­ტი­ნე-მირ­ზას ვო­ი­ა­ჟის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი კა­ხეთ-რუ­სე­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა იყო. ზუს­ტად იმ დროს (1605 წ. 12 მარტს), რო­დე­საც ძე­გამ­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო შეხ­ვედ­რა რუს ელ­ჩებ­თან, კონ­სტან­ტი­ნე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ყი­ზილ­ბა­შურ­მა ამა­ლამ სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს ალექ­სან­დრე II და გი­ორ­გი უფ­ლის­წუ­ლი. და ეს ყო­ვე­ლი­ვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუსი ელ­ჩე­ბის თვალ­წინ მოხ­და.

ძე­გა­მის ტრა­გე­დი­ას თით­ქოს თვა­ლი უნდა აე­ხი­ლა რუ­სე­თის მო­ი­მე­დე ძა­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ნა­წი­ლი მა­ინც არ ეშ­ვე­ბო­და მოს­კო­ვის­გან მფარ­ვე­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბებს. ამ მხრივ, კვლავ აქ­ტი­უ­რობ­დნენ ბაგ­რა­ტი­ონ­თა კა­ხე­თის შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, თე­ი­მუ­რაზ I, რო­მე­ლიც 1658 წელს მოს­კოვ­შიც კი ჩა­ვი­და, ხოლო მა­ნამ­დე (1639 წელს), ხელი მო­ა­წე­რა "ფი­ცის წიგნს“, რომ­ლი­თაც ერ­თგუ­ლე­ბა შეჰ­ფი­ცა რუსთ ხელ­მწი­ფეს. ის იყო აგ­რეთ­ვე 1651 წელს მოს­კო­ვის ხელ­მწი­ფის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე იმე­რე­თის მე­ფის ალექ­სან­დრე III-ის და­ფი­ცე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი. თე­ი­მუ­რაზ მე­ფის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის სრულ კრა­ხად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის ფაქ­ტი, რომ მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა - ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა (თა­ვის დრო­ზე მოს­კოვს გაგ­ზავ­ნილ­მა და იქ აღ­ზრდილ­მა) სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ა­ხერ­ხა არა მოს­კო­ვის მხარ­და­ჭე­რით, არა­მედ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც და­ტო­ვა რუ­სე­თი, ეახ­ლა ირა­ნის შაჰს, მი­ი­ღო იქ მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა და და­ი­კა­ვა ქარ­თლის (და არა კა­ხე­თის) მე­ფე­თა ტახ­ტი.

ერთი სი­ტყვით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­ყა­რო­სათ­ვის არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნია. პი­რი­ქით, მოს­კო­ვის "დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა“, რომ­ლე­ბიც, ოდ­ნა­ვა­დაც არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით (იმ დროს რუ­სეთს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნდა) ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი შე­უქ­მნა.

vaxtangg11-44263-1680086100.jpg

მომ­დევ­ნო დიდი ღა­ლა­ტი "ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­თის“ მხრი­დან, რის შე­დე­გა­დაც ოს­მა­ლებ­მა თბი­ლი­სი და­ი­კა­ვეს- იგი­ვე გან­მე­ორ­და XVIII სა­უ­კუ­ნე­ში. რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტა­ცი­ამ სრუ­ლი ფი­ას­კო გა­ნი­ცა­და 20-იანი წლე­ბის დამ­დეგს, რო­დე­საც ქარ­თლის ხე­ლი­სუ­ფა­ლი ვახ­ტანგ VI რუ­სე­თის ძლე­ვა­მო­სილ იმ­პე­რა­ტორს პეტ­რე I-ს ენდო და მას­თან სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი შეკ­რა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყვი­ტა "სპარ­სე­თის ლაშ­ქრო­ბა“ და ის­პა­ჰა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქარ­თლის მეფე შუა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა. იხილეთ სრულად

myquiz