სად არის და როგორ მდგომარეობაშია გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი? (ფოტო, ვიდეო) - პრობლემა, რომელიც დედაქალაქის ათასობით მაცხოვრებელს ყოველდღიურად აწუხებს | Allnews.Ge

სად არის და როგორ მდგომარეობაშია გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი? (ფოტო, ვიდეო) - პრობლემა, რომელიც დედაქალაქის ათასობით მაცხოვრებელს ყოველდღიურად აწუხებს

გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრს" გლდანის, მუხიანის, სოფელი გლდანის, გლდანულას, თემქისა და სხვა არაერთი დასახლების მოსახლეობა იყენებს, რაც მასზე დატვირთვას ყოველდღიურად ზრდის.

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ფოტოები, სადაც დილით, პიკის საათის დროს მოქალაქეებს მეტროსადგურში შესვლამდე რამდენიმე წუთი რიგში დგომა უწევთ.

metro-akhmeteli-w-h-1679998684.jpeg

სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ, რომ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრს" მეორე ამოსასვლელიც უნდა ჰქონოდა და მისი გახსნა შესაძლოა მალე მოხდეს. საზოგადოებრივი ინტერესიდან ამომდინარე გთავაზობთ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ვიდეოს, სადაც ის მეტროსადგურის მეორე ამოსასვლელს გვაჩვენებს.

ასე გამოიყურება ტერიტორია დღეს:

14939546-713955275427530-3710961243426940166-o-1679999299.jpg

2-1679998710.jpg

17-1679998722.jpg

8-1679998731.jpg

მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები – ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ეს არის თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების – ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz