"ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტიც გავ­ხდე­ბო­დი, რომ არა სკო­ლის ბოლო წლე­ბი"- ნინო ლომჯარია ბავშვობაზე, ოჯახზე, სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულზე | Allnews.Ge

"ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტიც გავ­ხდე­ბო­დი, რომ არა სკო­ლის ბოლო წლე­ბი"- ნინო ლომჯარია ბავშვობაზე, ოჯახზე, სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულზე

ის სულ ახ­ლა­ხან და­ტო­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოს­ტი, თუმ­ცა არ მი­იჩ­ნევს, რომ ეს პო­ზი­ცია მისი ცხოვ­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი და მთა­ვა­რი მი­სია იყო. მი­აჩ­ნია, რომ მის­თვის ახლა უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იხ­სნე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­რო­ვი­ლი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­ინ­ტე­რე­სო და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე აკე­თოს. მა­გა­ლი­თად, გა­ათ­მა­გე­ბუ­ლად იმუ­შა­ოს თუნ­დაც იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სა­უ­კუ­ნე­ო­ბით ნა­ოც­ნე­ბა­რი ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს.

"ჩემ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ასე­ვე, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია სამ­შობ­ლოს გან­ცდა. ვამ­ჩნევ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რად მხე­და­ვენ, ვიდ­რე მე ვხე­დავ ჩემს თავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­პა­გან­და ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სხვა­ნა­ი­რად და­ხატ­ვას ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­მი­კე­თე­ბია და რისი გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია ისაა, რომ მინ­და, ჩემი ქვე­ყა­ნა იყოს ისე­თი, რო­გორ­საც იმ­სა­ხუ­რებს, ღირ­სე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გვქონ­დეს“, - მე­უბ­ნე­ბა და გულ­წრფე­ლად აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­თვის უჭირ­და ემო­ცი­ე­ბი­სა და საქ­მის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მი­ჯვნა, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­პა­თი­ის თან­ხლე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და თა­ვის და­ზოგ­ვაც ის­წავ­ლა.

lomjaria6-65731-1679983371.jpg

ვიდ­რე ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი ნინო ლომ­ჯა­რია სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს გაგ­ვიმ­ხელ­და, მა­ნამ­დე მის აქ­ტი­ურ და ლა­მა­ზი ფე­რე­ბით სავ­სე ბავ­შვო­ბას იხ­სე­ნებს:

"ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი"

და­ვი­ბა­დე გუ­რი­ა­ში, კერ­ძოდ - ოზურ­გეთ­ში. დე­დის მხა­რე მთი­უ­ლე­ბი და ხევ­სუ­რე­ბი მყავს, ამი­ტომ ორი­ვე ძა­ლი­ან ჩე­მია. არ­და­დე­გებს თი­ა­ნეთ­ში ვა­ტა­რებ­დი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს იქა­უ­რო­ბა. ჩემი ბავ­შვო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა - 90-იან წლებს. ბავ­შვო­ბის პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი 9 აპ­რი­ლამ­დელ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, როცა მა­მას ბა­ღი­დან გა­მოვ­ყავ­დი და ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მი­ტინ­გებ­ზე დავ­ყავ­დი. ერთი ძმა მყავს, დედა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა - არ­ქი­ტექ­ტო­რი და ისი­ნი დღემ­დე თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბენ. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჯერ ეზოს ბავ­შვებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დით კონ­ცერ­ტებს, ვდგამ­დით სპექ­ტაკ­ლებს, მე-5 კლა­სი­დან ვწერ­დი ჩვე­ნი კლა­სის სა­ა­ხალ­წლო, სა­დღე­სას­წა­უ­ლო პროგ­რა­მებს, სცე­ნა­რებს.

lomjaria8-65788-1679983382.jpg

ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, კრი­ტი­კულ მა­სა­ლებს ვამ­ზა­დებ­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე, მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, მწვა­ვედ ვაკ­რი­ტი­კებ­დი ყვე­ლა­ფერს, გა­და­ცე­მებ­საც ვა­კე­თებ­დით - ახალ­გაზ­რდუ­ლი წრე იყო, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რი­ლი იყო დო­ნო­რე­ბის მიერ და იმ 90-იან წლებ­ში ძა­ლი­ან ნა­თე­ლი სხი­ვი იყო ჩვენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სკო­ლის გა­რეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა გვინ­დო­და. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბი­დან ვა­კე­თებ­დი ისეთ საქ­მეს, რაც აბ­რა­ზებ­და სკო­ლის დი­რექ­ცი­ას, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, მე­რი­ას, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა გა­და­ცე­მის ან გა­ზე­თის და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ ამ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში იყო დიდი ალი­ა­ქო­თი.

მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად მზრდიდ­ნენ და მათ­გან ვის­წავ­ლე, რომ ათა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არ არის ვტო­რი­ტე­ტი, რომ მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ღირ­სე­ბა, სი­მარ­თლის მსა­ხუ­რე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყო­ველ­თვის მქონ­და მათ­გან მხარ­და­ჭე­რა, თუმ­ცა სულ მახ­სე­ნებ­დნენ, რომ ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა არ და­მე­კარ­გა.]

ბავ­შვო­ბა­ში ვჟურ­ნა­ლის­ტობ­დი და ბევრ კონ­კურ­სშიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ოზურ­გეთ­ში ვინც კი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­დო­და, ჩამ­წე­რით ვხვდე­ბო­დი და მათ­გან ინ­ტერ­ვი­უს ვი­ღებ­დი. ალ­ბათ ჟურ­ნა­ლის­ტიც გავ­ხდე­ბო­დი, რომ არა სკო­ლის ბოლო წლე­ბი, როცა საია-ს ოზურ­გე­თის ფი­ლი­ალ­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, სა­დაც იმი­ტი­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს მარ­თავ­დნენ ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე. მეც ჩა­ვერ­თე და მანდ მივ­ხვდი, თურ­მე რა მა­ინ­ტე­რე­სებს. იმ წლებ­ში მე და ჩემ­მა გუნ­დმა სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­და მო­ვი­გეთ და წლის სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე­დაც დავ­სა­ხელ­დი. ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში მწი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, მაგ­რამ რაც იყო, ყვე­ლა­ფერს ვცდი­ლობ­დი - დავ­დი­ო­დი ცეკ­ვი­სა და ქარ­თუ­ლი-ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის წრე­ებ­ზე, ვუკ­რავ­დი ხალ­ხურ საკ­რა­ვებ­ზე, ვი­ყა­ვი გო­გო­ნა­თა ან­სამ­ბლში და გა­მოვ­დი­ო­დი კონ­ცერ­ტებ­ზე. იხილეთ სრულად