10 ყველაზე ძვირად ღირებული სამეფო ქორწილი მსოფლიოში | Allnews.Ge

10 ყველაზე ძვირად ღირებული სამეფო ქორწილი მსოფლიოში

როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრები პომპეზურ და გრანდიოზულ ქორწილებს იხდიან და ეს ყველაფერი არც მედიისთვის რჩება შეუმჩნეველი. მათ შორის, რამდენიმე ქორწილი თავისი ძვირად ღირებული ცერემონიალის გამო გამორჩეულია.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მასშტაბურ ქორწილს:

პრინცესა მარგარეტი და ანტონი არმსტრონგ-ჯონსი - 212,000 დოლარი

nhjfrvjhnfgtrurfi-1679663788-1679897587.jpg

BBC News-მა განაცხადა, რომ 1960 წლის 6 მაისს სამეფო ქორწილი იყო პირველი, რომელიც ტელევიზიით გადაიცა. საქმრო არ იყო ღარიბი. მათი ცერემონია კი უზარმაზარი იყო. ქორწილი 40 000 დოლარი დაჯდა. ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 212,000 იქნება.

პრინცი რენიე III და გრეის კელი - 2 მილიონი დოლარი

fgrteryhr5tfi85rt8-1679663891-1679897617.jpg

მდიდრულ სამეფო ქორწილს 1956 წელს მონაკომ უმასპინძლა. გრეის კელისა და პრინცი რენიე III-ს ქორწილი, მონაკოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 18 აპრილს შედგა.

პრინცესა ვიქტორია და დანიელ ვესტლინგი - 2,63 მილიონი დოლარი

dfgtrwsgtedu-1679663925-1679897644.jpg

პრინცესა ვიქტორია დანიელ ვესტლინგზე 2010 წელს დაქორწინდა. The Telegraph-ის მიხედვით, ზეიმი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ქორწილს თითქმის 5 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, პატარძლის სანახავად კი ქალაქს 200 000 ადამიანი ეწვია.

პრინცესა ევგენი და ჯეკ ბრუკსბანკი - 3,3 მილიონი დოლარი

პრინცესა ევგენი დიდი ხნის პარტნიორ ჯეკ ბრუკსბანკზე დაქორწინდა. ქორწილის ღირებულება Express-თან ინტერვიუში Bridebook-ის შემქმნელმა ჰემიშ შეფარდმა შეაფასა. მისი თქმით, სამეფო ქორწილი 3,3 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ სრულად

myquiz