საოცნებო სამსახური- ნიუ-მექსიკოში დათვების პროფესიონალ ჩამხუტებლებს ეძებენ | Allnews.Ge

საოცნებო სამსახური- ნიუ-მექსიკოში დათვების პროფესიონალ ჩამხუტებლებს ეძებენ

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატი ნადირობისა და თევზაობის დეპარტამენტმა კონსერვაციის ოფიცრების ვაკანსია გამოაცხადა, რომელთა მოვალეობაშიც „დათვების პროფესიონალი ჩამხუტება“ შედის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხს ცნობით, სამწუხაროდ, დათვების სიყვარული კანდიდატებისადმი წაყენებული ერთადერთი მოთხოვნა არ არის. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის წოდება ბიოლოგიის, პოლიციური მეცნიერების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის სფეროებში.

dat-64186d8a1586d-64186fe57e4f5-1679469568.jpg

ამასთან, ამ ადამიანებს დაძაბულ პირობებში მუშაობა და დათვების ბუნაგებში შეძრომა მოუწევთ, ამისთვის კი კოლეგებს შორის ნდობის მაღალი დონეა საჭირო.

განაცხადები 30 მარტამდე მიიღება.

myquiz