10-წლიანი დეპრესია, ავადმყოფობა, გაკოტრება და სექსუალური სკანდალი - ბრენდან ფრეიზერის დაბუნება | Allnews.Ge

10-წლიანი დეპრესია, ავადმყოფობა, გაკოტრება და სექსუალური სკანდალი - ბრენდან ფრეიზერის დაბუნება

წლევანდელი "ოსკარის" ცერემონიიდან ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრენდან ფრეიზერის დაჯილდოება იყო, მისი ემოციური სიტყვის და ცრემლების თანხლებით. საქმე ისაა, რომ მისი ჯილდო გარდა იმისა, რომ დამსახურებული გახლდათ, იყო ასევე დასასრული მისი მრავალწლიანი ტანჯვისა და ურთულესი ცხოვრებისეული ეტაპისა, დიდი დაბრუნება სამსახიობო კარიერაში.

პირველი წარმატებები

მომავალი მსახიობი 1968 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ინდიანაპოლისში, აშშ-ში, კანადელების ოჯახში. დედა გაყიდვების სპეციალისტი იყო, მამა კი, ყოფილი ჟურნალისტი, კანადის ტურიზმის სამინისტროში მუშაობდა. ბრენდანს სამი უფროსი ძმა ჰყავს - კევინი, შონი და რეგანი.

ბავშვობაში ბევრს მოგზაურობდა ოჯახთან ერთად. დიდხანს ცხოვრობდა ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ლონდონში. უკვე მოზრდილსაც უყვარდა მოგზაურობდა და ეს მისი ჰობიც იყო.

brendan-1678773844-1678866378.jpg

კერძო სკოლაში სწავლობდა და სკოლის პერიოდში, 12 წლიდან დაინტერესდა თეატრით, პირველი როლებიც მაშინ შეასრულა. პროფესიული არჩევანიც ამ მიმართულებით გააკეთა და ტორონტოსა და სიეტლში ეუფლებოდა მსახიობობას. 1990 წელს სიეტლში დაამთავრა კორნიშის ხელოვნების კოლეჯი.

სამსახიობო კარიერა 1988 წელს დაიწყო, ტელესერიალებით. თავდაპირველად უფრო კომედიურ როლებს სთავაზობდნენ. პირველი აღიარება მოუტანა ტარზანის შესახებ პაროდიულმა ფილმმა "ჯორჯი ჯუნგლებიდან", შემდეგ კი, სათავგადასავლო ფილმმა "მუმია", რის შემდეგაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

brendan-frejzer-s-semej-1678774160-1678866395.jpg

სხვადასხვა წარმატებული, როგორც კომედიური, ისე დრამატული როლების შესრულების შემდეგ, 2007 წელს დაუბრუნდა გადაღებებს "მუმიის" გაგრძელებაში და სწორედ ამ დროს მოხდა პირველი უსიამოვნო ფაქტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ ცხოვრებაზე.

სწორედ გადაღებებზე, სადაც ჩვეულად ასრულებდა ბევრ ილეთს, ხერხემალი და მუხლი დაიზიანა საკმაოდ და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მოუწია კლინიკიდან კლინიკაში სიარული და ოპერაციები ხერხემალსა და მუხლზე. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ოჯახური პრობლემები - თითქმის ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა მეუღლეს, მსახიობ ეფტონ სმიტს, რომელთანაც სამ შვილს ზრდიდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz