"ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი პო­ლი­ტი­კო­სი ვარ"- რა ქონებას ფლობს პარლამენტარი, ალეკო ელისაშვილი? | Allnews.Ge

"ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი პო­ლი­ტი­კო­სი ვარ"- რა ქონებას ფლობს პარლამენტარი, ალეკო ელისაშვილი?

დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი პო­ლი­ტი­კო­სია. თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ვი­და. ის ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძე და ორი ვაჟი, ერეკ­ლე და ალექ­სან­დრე.

aleko-irina1-53914-1678431792.jpg

დე­პუ­ტა­ტი 69.69 კვ.მ. ბი­ნა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სახ­ლი 2011 წელს 43 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და მისი თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან ირი­ნა კი­ლა­სო­ნი­ძე და მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა 2001 წლი­ა­ნი Nissan X Terra, რო­მე­ლიც 2015 წელს 5000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს დე­პუ­ტატს თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1200 ლარი, მე­უღ­ლეს ირი­ნე კი­ლო­სო­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 800 ლარი.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 48 671,93 ლარი მი­ი­ღო.

ირი­ნე კი­ლო­სა­ნი­ძემ კი­ნო­თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში დის­ტრი­ბუ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე - 18 ლარი. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 2600 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი CZ 97 B, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა აჩუ­ქა. დე­პუ­ტატ­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბან­კში იპო­თე­კუ­რი სეს­ხის და­სა­ფა­რად 21 310 ლარი გა­და­ი­ხა­და.

alekooo1-54287-1678431893.jpg

პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ "მე­ცხრე არხზე“ გა­იც­ნო. ალე­კო ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ირი­ნე - პრო­დი­უ­სე­რი. ამ­ბობს, რომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ თვა­ლე­ბით მო­ხიბ­ლა. მას შემ­დეგ კი, რაც ტე­ლე­ვი­ზია და­ი­ხუ­რა, ორ თვე­ში ჯვა­რი და­ი­წე­რეს. იხილეთ სრულად

myquiz