"შეიძლება ისინი სახლში გიყრიათ" - საბჭოური ნივთები, რომლებიც მოთხოვნადია და ძვირად იყიდება | Allnews.Ge

"შეიძლება ისინი სახლში გიყრიათ" - საბჭოური ნივთები, რომლებიც მოთხოვნადია და ძვირად იყიდება

ბოლო დროს თანამედროვე ბაზარზე ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნივთებისადმი მოთხოვნა შეინიშნება. ბევრი ადამიანი მზადაა, საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადოს ნივთებში, რომელიც, შესაძლოა, სახლში გიყრიათ და უბრალოდ მტვერს გიგროვებთ.

მოდით ვნახოთ, მაინც რომელი ნივთებია მოთხოვნადი ყველაზე მეტად ბაზარზე?

ჟეტონი

sab11-1678351936.jpg

ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია ოფიცრის ჟეტონები, რომელსაც ჯარისკაცებს და ოფიცრებს ურიგებდნენ და რომელზეც მითითებული იყო საიდენტიფიკაციო ნომერი.

იხილეთ: როგორ მივხვდეთ, ძველი ნივთი ანტიკვარია თუ უბრალო ძველმანი?

მედლები

sab2-1678352022.jpg

სპორტული მიღწევებისთვის მედლების გაცემა 1935 წელს დაიწყეს. 50-იანი წლებიდან ასეთ მედლებს მხოლოდ სერიოზული მიღწევებისთვის გასცემდნენ. ახლა ეს მედლები, მიუხედავად იმისა, რომელ წელს არის გაცემული და რისთვის, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მონეტები

თანამედროვე ბაზარზე ნებისმიერი საბჭოთა მონეტა აჟიოტაჟს იწვევს და მოთხოვნადიც არის. ყველაზე იშვიათი და 1947 და 1958 გამოშვებული მონეტებია. იხილეთ სრულად

myquiz