ჩვევები, რომლებიც 50 წლის შემდეგ ტვინის აქტიურობას შეგინარჩუნებთ | Allnews.Ge

ჩვევები, რომლებიც 50 წლის შემდეგ ტვინის აქტიურობას შეგინარჩუნებთ

არასოდეს არ არის გვიან, რომ დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე - ტვინზე. სწორი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ჩვევები დემენციის რისკს მესამედით ამცირებს! საფეხურები:

დაიწყეთ ბევრი სიარული

ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს დღეში 10000 ან მეტი ნაბიჯის გავლა საშუალო ასაკში, საშუალოდ 2,2 წლით ახალგაზრდა ტვინი ჰქონდათ მათზე, ვინც არ ვარჯიშობდა. უფრო მეტიც, აქტიურობა გვეხმარება დეპრესიისგან გათავისუფლებაში: ვარჯიში ამცირებს ანთებას და ასტიმულირებს ქიმიკატების გამოყოფას, რომლებიც ასტიმულირებენ ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას.

მიირთვით მწვანე ბოსტნეული

სალათის ფოთოლს, ისპანახს, რეჰანს, ოხრახუშს და სხვა ფოთლოვან მწვანილს შეუძლია ტვინი 11 წლით გააახალგაზრდავოს. ფოთლოვანი მწვანილი შეიცავს ლუთეინს, სპეციალურ პიგმენტს, რომელიც ხელს უწყობს ნაცრისფერი ნივთიერების რაოდენობის გაზრდას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ინფორმაციის დამუშავებაზე.

ამოხსენით ერთი კროსვორდი ყოველდღე

კროსვორდების ან სუდოკუს ამოხსნა უკეთ ავითარებს და ავარჯიშებს ჩვენს ტვინს, ვიდრე ჭადრაკის თამაში. ამოხსენით მინიმუმ ერთი კროსვორდის თავსატეხი ყოველდღე და თქვენი ტვინი მიიღებს საკმარის დატვირთვას, გაგაახალგაზრდავებთ მინიმუმ რვა წლით. აკონტროლეთ თქვენი წნევა

ჰიპერტენზია 40 წელს ზემოთ ასაკში ზრდის შემეცნებითი დაქვეითების რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის დონის კონტროლი და თუ ის 130/90-ზე მეტია, აუცილებლად მიიღეთ ზომები.

საკმარისი ძილიღამის ძილის დროს ჩვენი ტვინი ერთგვარი გადატვირთვის პროცესშია, ასევე, აღმოფხვრის მიკროდაზიანებებს, რომლებსაც ის დღის განმავლობაში განიცდის. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში. თუ საკმარისად არ გძინავთ, თუ ხშირად იღვიძებთ ღამით, ან თუ თქვენი ძილი არ არის ღრმა, თქვენ ეხმარებით ტვინს უფრო სწრაფად დაბერებაში. იხილეთ სრულად

myquiz