რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში? | Allnews.Ge

რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში?

„ძველ­მა თბი­სე­ლებ­მა ქორ­წი­ლიც და გლო­ვაც ორი­გი­ნა­ლუ­რი იცოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თბი­ლი­სე­ლი მა­ჭანკლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და პრო­ფე­სი­ულ ფე­ნა­საც ქმნიდ­ნენ. ქა­ლის გა­სინ­ჯვა ხში­რად გო­გირ­დო­ვან აბა­ნო­ებ­შიც ხდე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბულ მა­ჭან­კო­ლო­ბას ნიშ­ნო­ბა მოს­დევ­და, ნიშ­ნო­ბას - ქორ­წი­ლი, ქორ­წილს - მზი­თე­ვი, მზი­თევს - ძე­ო­ბა, ძე­ო­ბას ნათ­ლო­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ამ­ჯე­რად ძველ თბი­ლის­ში ქორ­წი­ნე­ბი­სა და ქორ­წი­ლის წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცე­ბის თე­მას გან­ვი­ხი­ლავთ.

მზი­თე­ვი

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მზი­თე­ვი ოჯა­ხის შექ­მნის სა­კი­თხში მარ­თლაც რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში მზი­თევ­მა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ვაჭ­რუ­ლი სული, ამ სფე­რო­შიც აი­სა­ხა, მა­გა­ლი­თად, მზი­თე­ვის წა­ღე­ბა იო­სებ გრი­შაშ­ვილს ასე აქვს აღ­წერ­ლი: „წინ ზურ­ნა მი­დის, მერე პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც გულ­ზე მის­ვე­ნე­ბუ­ლი სარ­კე მი­აქვს, ამ სარ­კის ბიჭს ორ-ორი ჭა­ბუ­კი მის­დევს, რომ­ლებ­საც თავ­ზე უწყვი­ათ წყვილ-წყვი­ლი ბა­ლი­ში ფურ­ფუ­შე­ბი­ა­ნი... შემ­დეგ მო­დის მუ­თა­ქე­ბი (ესეც წყვილ-წყვი­ლი)... თი­თო­ე­ულ მუ­თა­ქას თან ახ­ლავს კოხ­ტად და­კე­ცი­ლი სა­ბა­ნი. შემ­დეგ სა­მუ­რა­ბე ტაშ­ტი (ლა­გა­ნი) ხე­ლის ყუთი თა­ვის საწ­ვრილ­მა­ნო­თი, შკა­ფი, კა­მო­დი, მაფ­რა­შა და წყვი­ლი „პოდ­ნო­სის კრა­ო­ტი“... ეს და­სა­ნა­ხად გა­მო­ტა­ნი­ლი მზი­თე­ვი იყო, რო­მე­ლიც „ნე­ფის“ ოჯახ­ში შე­დი­ო­და, და­ნარ­ჩე­ნი კი სიის მი­ხედ­ვით, ბოხ­ჩა­ში და სკივ­რში ლაგ­დე­ბო­და...

118691263-364174844595600-2171588731279282616-n-78499-1678164448.jpg

ქორ­წი­ნე­ბის ასაკს და დროს ქა­ლი­სა და ვა­ჟის მშობ­ლე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ, რად­გან ქორ­წი­ნე­ბა დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მისი მომ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ დიდი ოჯა­ხის მეს­ვე­უ­რებს შე­ეძ­ლოთ.... სა­ნამ საქ­მე ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, უნდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­მორ­ცხუ­ი­ლი­ყო წყვი­ლებს შო­რის 7-9 თა­ო­ბამ­დე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი - ასე­ვე მკაც­რად იცავ­დნენ სო­ცი­უ­ა­ლურ სტა­ტუსს. და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, თა­ვა­დაზ­ნა­ურს ცო­ლად გლე­ხის ქალი მო­ეყ­ვა­ნა, - ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად, წო­დებ­რი­ვად თა­ნას­წორს ეძებ­და.

რე­გი­ო­ნებს თა­ვი­სე­ბუ­რი აკ­რძალ­ვე­ბი ჰქონ­და, - მთა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი იყო თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა. ასე­ვე არ შე­ი­ძე­ბო­და ერთი ხა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­წყვი­ლე­ბა... სა­ქორ­წი­ნოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქალ-ვა­ჟის შეთ­ვი­სე­ბა ძი­რი­თა­დად ხა­ტო­ბა­ზე, სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ში ხდე­ბო­და. დიდ ქა­ლა­ქებ­ში კი - იქ არ­სე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბებ­ზე: კრი­ვი, ჭი­და­ო­ბა, ყა­ბა­ყი და სხვ. მას შემ­დეგ, რაც „სა­ბე­დო“ შე­ირ­ჩე­ო­და, იწყე­ბო­და სა­პატ­რაძ­ლოს „გა­ჩხრეკ­ვა“, ანუ მთე­ლი მისი „ჯი­ში­სა“ და „ჯი­ლა­გის“ შე­მოწ­მე­ბა. არ­კვევ­დნენ, ჰყავ­და თუ არა ახლო სა­ნა­თე­სა­ო­ში თან­და­ყო­ლი­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ნაკ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ეს იმის­თვის, რომ მათი შთა­მომ­ვა­ლი ჯან­სა­ღი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. შემ­დეგ ხდე­ბო­და უშუ­ა­ლოდ სა­პა­ტარ­ძლოს შემ­წმე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ასა­კობ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ხა­სი­ა­თი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ ოჯახს შემ­დეგ­ში და­მო­უ­კი­დე­ბად რჩე­ნა შეძ­ლებ­და და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. თუ სარ­ძლო და­ბა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თა­ვი­სი­ვე წრის სა­სი­ძოს ური­გებ­დნენ. მა­შინ აქ­ცენ­ტი მის ფი­ზი­კურ ძა­ლა­ზე, ამ­ტა­ნო­ბა­სა და სა­მე­ურ­ნეო უნარ-ჩვე­ვებ­ზე კეთ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ურ­ჩევ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი ქალი შე­ერ­თო: „შვი­ლო, - ხში­რად ეტყო­და მამა თა­ვის ვაჟ­სა, ისე­თი ქალი უნდ შე­ირ­თო, რომ ლო­გინ­ში არ და­გე­კარ­გო­სო“.

მა­ღა­ლი წლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა კი სხვა ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. არის­ტოკ­რა­ტი­ულ ოჯა­ხებ­ში ვა­ჟის აღ­ზრდას - მის სპორ­ტულ და სამ­ხედ­რო წვრთნას მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ. კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და მა­ღა­ლი წრის ქა­ლის აღ­ზრდას.

kldiashvilis-muzeumi-461-80623-1678164458.jpg

ნა­ტა­ლია (ნატო) გა­ბუ­ნია-ცა­გა­რე­ლი ხა­ნუ­მას როლ­ში

მა­ჭანკლო­ბა

რო­დე­საც ოჯა­ხი „გან­ჩხრეკ­ვის“ ანუ გა­კი­თხვის შემ­დეგ და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, სარ­ძლოს სა­თხოვ­ნე­ლად შუ­ა­მავ­ლის შე­სარ­ჩე­ვად ზრუნ­ვას იწყებ­და. ხში­რად ამ მო­ვა­ლე­ო­ბას ვა­ჟის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი - ბი­ძე­ბი, მა­მი­დე­ბი, დე­ი­დე­ბი, უფ­რო­სი ძმე­ბი და ნათ­ლი­ე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ. შუ­ა­მავ­ლად შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად, მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ასეთ პი­როვ­ნე­ბას სარ­ძლოს ოჯა­ხი ან­გა­რიშს უწევ­და. შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ას მთა­ში - მა­მა­კა­ცი ბარ­ში ქალი ას­რუ­ლებ­და. იხილეთ სრულად

ლალი ფაცია

myquiz