არქეოლოგებმა გიზას პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბს მიაგნეს - სად შეიძლება მიდიოდეს ის?
4,500 წლის გიზას პირამიდის შესასვლელთან 9 მეტრის სიგრძის და 2 მეტრის სიგანის დერეფანი აღმოაჩინეს. "ამან შესაძლოა კიდევ სხვა არაერთ აღმოჩენამდე მიგვიყვანოს" - განაცხადეს ეგვიპტის სიძველეების წარმომადგენლებმა.
მსოფლიოს მეშვიდე საოცრების შიგნიდან დათვალიერება არაინვაზიური ტექნოლოგიის საშუალებით გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთი, 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირამიდის ქვეშ 30 მეტრის სიგრძეზე სიცარიელეა.
არსებობს მოსაზრება, რომ გვირაბის აღმოჩენამ, შესაძლოა, პირამიდების აგების შესახებ მოგვცეს ინფორმაცია და დერეფნის წინ მდგომ კირქვის სტრუქტურის დანიშნულებასაც მიგვაგნებინოს. გიზას პირამიდა 146 მეტრის სიმაღლის იყო როცა აშენდა, ახლა ის 139 მეტრამდეა და სანამ 1889 წელს ეიფელის კოშკს ააგებდნენ, ის ადამიანების აშენებულ ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა. იხილეთ სრულად