ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები | Allnews.Ge

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ზოგი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მშობ­ლე­ბი თა­ვი­ანთ შვი­ლებს პო­პუ­ლა­რო­ბით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, თუმ­ცა სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნას ხში­რად თავს არი­დე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ისი­ნი უყუ­რა­დღე­ბოდ არა­ვის რჩე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მშობ­ლებს ხალ­ხი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს.

AMBEBI.GE დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბილ და უც­ნობ დე­დებს წარ­მო­გიდ­გენთ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას დედა - მზია ლეჟა­ვა

gaxaria1212-42226-1677832083.jpg

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია 1975 წელს ზაურ გა­ხა­რი­ა­სა და მზია ლეჟა­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. პრე­მი­ე­რის მამა წარ­მო­შო­ბით სე­ნა­კე­ლია, დედა კი - თბი­ლი­სე­ლი. რო­გორც ინ­ტერ­ნე­ტით მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მამა პრო­ფე­სო­რი და სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბა "სა­მეგ­რე­ლოს" კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. დედა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მშობ­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ და მი­ტინ­გებ­ზეც ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. გა­ხა­რი­ას ოჯახს "ზვი­ა­დის­ტე­ბა­დაც" კი მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

ნიკა მე­ლი­ას დედა - ნანა ცა­ნა­ვა

nika-melias-mshoblebi-37861-1677832114.jpg

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში თა­ნად­გო­მა დე­და­მაც გა­მო­უ­ცხა­და. მე­ლი­ას დე­დის, ნანა ცა­ნა­ვას შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს მის მა­მას - ცნო­ბილ კარ­დი­ო­ლოგს, ან­ზორ მე­ლი­ას.

"მშობ­ლე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ნიკა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და. სამი თვე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მი­ვე­ცი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, მაგ­რამ მერე ნი­კამ დამ­სვა, მე­სა­უბ­რა და ყვე­ლა­ფე­რი ისე ას­რულ­და, რო­გორც ნი­კამ მი­თხრა. ჩემი მე­უღ­ლე რაჭ­ვე­ლია და სამ­წუ­ხა­როდ გვი­ან მო­ვი­და აზ­რზზე. მას ნიკა პო­ლი­ტი­კის­თვის არას­დროს არ ემე­ტე­ბო­და... ჩემი მე­უღ­ლეც ექი­მია. ჩვენ სო­ლო­ლაკ­ში ვცხოვ­რობთ, ჭკვი­ა­ნი ექი­მი იყო, ავად­მყო­ფებს უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ 90-ია­ნე­ბი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ და როცა ბავ­შვებს გარ­და­ტე­ხის ასა­კი და­უდ­გათ, უარი თქვა სამ­სა­ხურ­ზე და სახ­ლში დაჯ­და. ნა­ნაც კარ­დი­ო­ლო­გია, მა­მა­მი­სი ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სო­რი, რე­ა­ნი­მა­ცი­ის სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ყვე­ბა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­ზორ მე­ლია.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას დედა - ირი­ნა გუნ­ცა­ძე

elene-xoshtaria-deda-54381-42538-1677832206.jpg

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე მშობ­ლე­ბის გოგი ხოშ­ტა­რი­ა­სა და ირი­ნა გუნ­ცა­ძის ოჯახ­ში გაზ­რდილ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­დან­ვე პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რა და, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა გუნ­ცა­ძე ამ­ბობს, შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გაჰ­კვირ­ვე­ბია. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ირი­ნა გუნ­ცა­ძე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. იხილეთ სრულად

myquiz