როგორ აირჩიოთ პროფესია, თუ არ იცით რა გსურთ? | Allnews.Ge

როგორ აირჩიოთ პროფესია, თუ არ იცით რა გსურთ?

პროფესიის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული მომავალი კეთილდღეობა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გადაწყვიტოთ რომელ სფეროში გსურთ მუშაობა, რათა მიიღოთ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური კმაყოფილებაც.

საფეხურები:

იფიქრეთ იმაზე, თუ რა გსურთ თქვენი მომავალი პროფესიისგან

განსაზღვრეთ ვინ გსურთ გახდეთ, რის გაკეთებას აპირებთ, სად იცხოვრებთ, რისი მიღწევა გსურთ, საქმიანობის რომელ სფეროში იქნება საინტერესო მუშაობა, როგორი ცხოვრების წესის გსურთ გქონდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხელფასი და სხვა.

გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები, ინტერესები და სურვილები

პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია გქონდეთ უნარი იმ ტიპის საქმიანობისთვის, რომელიც მოგწონთ. ხოლო შესაძლებლობა არის პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი საქმიანობის წარმატებას, ათვისების სიმარტივესა და ამ საქმიანობის დაუფლებას. საკუთარი შესაძლებლობების იგნორირებამ შეიძლება არასწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ.

თუ საკუთარი ინტერესების განსაზღვრა გიჭირთ, არ მოიწყინოთ. შეეცადეთ გაარკვიოთ ისინი. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, დაკავდით საყვარელი საქმიანობით, კარგად უნდა გააცნობიეროთ საკუთარი სურვილები და გატაცება. რაც შეიძლება ადრე უნდა განსაზღვროთ ცხოვრებისეული მიზნები, რომ არ გადაეშვათ ისეთ პროფესიაში, რომელიც ცხოვრების ბოლომდე შეგძულდებათ.

ჰობი და ინტერესი ხშირად ემთხვევა შრომის ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს. მაგალითად, თუ გსიამოვნებთ კომპიუტერული თამაშების თამაში, შეგიძლიათ გახდეთ თამაშის დიზაინერი, ან პროგრამისტი. თუ მოგწონთ ხატვა ან ხელოვნება, შეგიძლიათ აირჩიოთ დიზაინერის ან არქიტექტორის პროფესია.

თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს მიღწევებში, ჰკითხეთ სხვებს ამის შესახებ

ზოგჯერ გვიჭირს დავინახოთ ის სფეროები, რომლებშიც გამორჩეულები ვართ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რაღაცაში კარგი ხართ, ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, მეგობრებსა და მასწავლებლებს. მათმა პასუხებმა შეიძლება გაგაკვირვოთ და გიბიძგოთ ისეთი ვარიანტებისკენ, რაზეც არც კი გიფიქრიათ.

გაიარეთ ტესტი

კარიერული ხელმძღვანელობის ტესტები ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია მომავალი პროფესიის არჩევაში. ისინი დაგეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და ინტერესები, რაც დაგეხმარებათ აირჩიოთ ყველაზე შესაფერისი პროფესია ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით. უმჯობესია ამის გაკეთება ფსიქოლოგთან, ან ეიჩარ სპეციალისტთან კონსულტაციის დროს. ეს ხელს შეუწყობს მიღებული შედეგებიდან ყველაზე სწორი დასკვნების გამოტანას. იხილეთ სრულად

myquiz