იდუმალი პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტე არავის აძლევს - რას წარმოადგენს ზავიეთ ელ-არიანი? | Allnews.Ge

იდუმალი პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტე არავის აძლევს - რას წარმოადგენს ზავიეთ ელ-არიანი?

ბევრმა არ იცის, რომ გიზის პლატოზე, 3 ცნობილი პირამიდების გარდა, 2 მომცრო პირამიდაც არის, რომლისგანაც მხოლოდ საძირკველიღა არის დარჩენილი. ერთ–ერთი მათგანი — ზავიეთ ელ-არიანის პირამიდაა.

zawiyet-el-aryan-1677659486.webp

ის ე. წ. დაუმთავრებელი პირამიდაა და გიზის პირამიდების ჩრდ.აღმ.–ით, თითქმის, 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რაც შეეხება მეორე პატარა პირამიდას, ის ფენოვანი პირამიდის სახელით არის ცნობილი და მის შორი–ახლოს მდებარეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დაუმთავრებელი პირამიდებია.

მაგრამ, ბევრი თეორეტიკოსის აზრით, პირამიდები დაუმთავრებელი კი არა, დანგრეულია და შეიძლება ითქვას, რომ ამ უძველესი ნანგრევების წარმოშობა, დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება.

2023022315262773439-1677659118.jpg

ზავიეთ ელ-არიანის დაუმთავრებელი პირამიდა

1900 წ. იტალიელმა არქეოლოგმა ალესანდრო ბარსანტიმ პირამიდის ნაშთები აღმოაჩინა და 1904 წ. გათხრები დაიწყო. მისი პირველი მოხსენება ფრანგულ ენაზეა და მასში იქ აღმოჩენილი, მიწისქვეშა გვირაბები, კამერები და უცნაური მრგვალი აბაზანაა აღწერილი, რომელიც შენახვის მიზნით, დალუქული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსანტი გაოცებული იყო სიღრმეში ჩამავალი ქვის ჭის და ქვემოთ გაშლილი დარბაზის შენების და მოწყობის დიდებული ხარისხით, ამ ძეგლით, იმ დროს, აღარავინ დაინტერესებულა. ალბათ იმიტომ, რომ მისგან მხოლოდ საძირკველიღა იყო დარჩენილი.

2023022315270273439-1677659208.jpg

ზავიეთ ელ-არიანი

1964 წლიდან კი, ის აკრძალულ ზონაშია და მასში გათხრების წარმოება აკრძალულია. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ პირამიდა ადგილობრივი კირქვით არის აშენებული. ხოლო, საძირკვლის სიგრძე, დაახლოებით, 200 მ–ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის, თავის დროზე, ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, როგორც გიზის დიდი პირამიდები. ხოლო, პირამიდის სიღრმეში, არაერთი გვირაბია, რომელიც კამერებით სრულდება.

2023022315273773439-1677659248.jpg

პირამიდის ქვეშ არსებული გვირაბები და კამერები

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ პირამიდის სტრუქტურა და შიდა არქიტექტურა, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნაგებობა, დედამიწის და კოსმოსის ენერგიის შესაგროვებელი, ტექნიკური იარაღი იყო და ამ ენერგიას, შემდეგში, სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდნენ. იხილეთ სრულად

myquiz