როგორ იქცა ვიეტნამელი ემიგრანტი მილიარდერ ბიზნესმენად ცხარე სოუსის დახმარებით? | Allnews.Ge

როგორ იქცა ვიეტნამელი ემიგრანტი მილიარდერ ბიზნესმენად ცხარე სოუსის დახმარებით?

ლოს ანჯელესში ჩასვლიდან 45 წლის შემდეგ, დევიდ ტრანმა “შრირაჩას“ სოუსის წარმოება მრავალმილიარდ დოლარიან ბიზნესად აქცია. ბოთლები მამლის ლოგოთი და ცნობადი მწვანე თავსახურით აშშ-ში ათიდან ერთ სამზარეულოში მაინც შეგხვდებათ. Sriracha by Huy Fong Foods აშშ-ს ცხელი სოუსების ბაზარზე მესამე ადგილს იკავებს და დღეს წარმოებას წლიური 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.

ყველაფერი კი ძალიან უცნაურად დაიწყო... გაჭირვებას გაქცეულმა ემიგრანტმა თავი ამერიკას შეაფარა, სადაც ფიქრობდა, რომ მისი ოჯახისთვის საკვების უზრუნველყოფას მაინც შეძლებდა.

1978 წლის დეკემბერში, 33 წლის დევიდ ტრანმა ვიეტნამი დატოვა. მას თან 100 უნცია ოქრო ჰქონდა - ძვირფასი ლითონი, იმ დროისთვის 20 000 დოლარი ღირდა, დღეის მდომარეობით დაახლოებით 90 000 დოლარი. ტრანმა ოქრო შედედებული რძის ქილებში დამალა, რადგან მაშინდელი ვიეტნამის კომუნისტური ხელისუფლება მსგავს შემთხვევებზე ნადირობდა. ტრანი ჰონგ კონგში სატვირთო გემით გაემგზავრა, სადაც ლტოლვილთა ბანაკში რვა თვე გაატარა, შემდეგ კი სანამ ბოსტონში გადავიდა. ექვსი თვის შემდეგ ის საბოლოოდ დასახლდა ლოს ანჯელესში.

d822625a-b94e-11e4-9257-1503d0decb181-1677482509.webp

დასაწყისი

ტრანმა წარმატებისკენ გრძელი გზა გაიარა. ის 1945 წელს, ვიეტნამის სოკ-ტრანგის პროვინციაში დაიბადა, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო. ტრანის მამა ვაჭარი იყო, დედა კი დიასახლისი, რომელმაც 8 შვილი აღზარდა.

16 წლის ასაკში, მხოლოდ დაწყებითი სკოლის განათლებით, ტრანი საიგონში, ქიმიურ მაღაზიაში სამუშაოდ გადავიდა. მოგვიანებით ის დაბრუნდა საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ როცა დაამთავრა, სამხრეთ ვიეტნამის ჯარში გაიწვიეს.

ტრანი ომში ძირითადად მზარეულად მუშაობდა, სამხედრო სამსახური 1975 წელს დაასრულა, როდესაც ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებმა დაიპყრეს საიგონი და მოიგეს ომი. რამდენიმე თვეში კი ცოლად შეირთო მისი ამჟამინდელი მეუღლე ადა.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ტრანს უფროს ძმასთან ერთად ჩილის წიწაკა მოჰყავდა. სწორედ მაშინ შევიდა ის ცხელი სოუსების ინდუსტრიაში: როგორც არმიის მზარეული, ტრანი ხშირად ამზადებდა ჩილის სოუსს. მაგრამ არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ სოუსი დამზადებიდან რამდენიმე დღეში სიცხარეს კარგავდა. ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა სოუსი, რომელიც დიდხანს დარჩებოდა სუფთა და ცხარე. იხილეთ სრულად

myquiz