"ვცხოვრობდი თბილისში შეყვარებულთან ერთად, სუსის შენობის გვერდით" - რას აცხადებს ბადრი ესებუა? | Allnews.Ge

"ვცხოვრობდი თბილისში შეყვარებულთან ერთად, სუსის შენობის გვერდით" - რას აცხადებს ბადრი ესებუა?

“ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის” ანონსის მიხედვით, სადაც თემის ექსკლუზიური დეტალები ვრცელდება “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა თბი­ლის­ში შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ქი­რით ცხოვ­რობ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბინა სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი ცხოვ­რობ­და, სუს-ის შე­ნო­ბის გვერ­დით იყო.

“სირ­ცხვი­ლია ახლა, რომ იბ­რა­ლე­ბენ, თით­ქოს მე­ძებ­დნენ. მე თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვცხოვ­რობ­დი ბა­თუმ­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში მეტ­რო­თი გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დი…” – ამ­ბობს ესე­ბუა “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

badri-esebua-w-h-1677315154.jpeg

ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­მდამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

ესე­ბუა ბრალს არ აღი­ა­რებს.

myquiz