"ვისურვებდი ჩვეულებრივი ცხოვრება მქონოდა"- როგორია მსოფლიოს ყველაზე დაბალი მამაკაცის ცხოვრება? (+ვიდეო) | Allnews.Ge

"ვისურვებდი ჩვეულებრივი ცხოვრება მქონოდა"- როგორია მსოფლიოს ყველაზე დაბალი მამაკაცის ცხოვრება? (+ვიდეო)

აფშინ ჰადერზადე რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ მამაკაცად დაასახელეს. ირანელის სიმაღლე სულ რაღაც 64, 7 სანტიმეტრია. თუმცა 22 წლის მამაკაცს საზოგადოების ყურადღება და მსოფლიო რეკორდი სულაც არ ახარებს.

2023012620330790773-1676881169.jpg

აფშინის თქმით, იგი თავს სრულფასოვან ადამიანად არ თვლის.

იგი ისურვებდა, რომ არ გამხდარიყო უჩვეულო ადამიანების შოუს გმირი, ის ოცნებობს იმ პატარა სიხარულებით დამტკბარიყო, რომელიც შეუძლებელია მისთვის მისი ფიზიკური ნაკლის გამო.

12-1676881182.jpg

ასევე, არ იქნებოდა წინააღმდეგი ექიმის პროფესია ჰქონოდა და ადამიანებისთვის დახმარება გაეწია, მიეღო ხელფასი ისევე, როგორც სხვები ღებულობენ, ჰქონოდა სახლი და ავტომობილი, და არ ეგრძნო თავი შეზღუდულად.

"ძალიან ცოტა რამ არის ცხოვრებაში, რისი გაკეთებაც შემიძლია, მე კი კარგი და სრულფასოვანი ცხოვრება მინდა"-ამბობს ის.

ამასთან, აფშინი ცდილობს ყურები არ ჩამოყაროს. ის ბევრს სწავლობს ინტერნეტის წყალობით, მაშინ როცა სულ ცოტა ხნის წინ თავის სახელის დაწერაც არ შეეძლო და სკოლაშიც კი არ დადიოდა.

2023012620342590773-1676881195.jpg

myquiz