როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი არ არის დაწერილი? - იურისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე | Allnews.Ge

როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი არ არის დაწერილი? - იურისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

ქონებრივი დავა ხშირად ხდება ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მემკვიდრეობის გადაცემას ეხება. მკითხველთა მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს იურისტი ჟანა ჩიქოვანი:

- როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი დაწერილი არ არის?

იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ანდერძი, გარდაცვლილის ქონება თანაბარწილად იყო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე.

- თუ პირი საკუთარ ქონებას არ უანდერძებს ოჯახის არც ერთ წევრს და სხვას უტოვებს, ამ შემთხვევაში თუ აქვს დავას აზრი შვილების მხრიდან?

- იმ შემთხვევაში, თუ მოანდერძე სამკვიდროს გადასცემს არა კანონიერ მემკვიდრეებს, არამედ სხვას, კანონით მემკვიდრეებს (რიგითობის წესით) კანონით ეკუთვნით სამკვიდრო ქონებიდან იმ წილის ნახევარი, რასაც ისინი მიიღებდნენ, თუ კი ანდერძი არ იარსებებდა. ვთქვათ, პირმა, რომელსაც ჰყავს მამა, მეუღლე და შვილი, დაწერა ანდერძი და სამკვიდრო ქონება დაუტოვა თავის უახლოეს მეგობარს, რომელთანაც იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. მიუხედავად ანდერძისა, მამას, მეუღლეს და შვილს ეკუთვნით თანაბარწილად სამკვიდრო ქონების 1/6 წილი, რადგან ანდერძს არარსებობის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ 1/3 წილს.

- თუ ანდერძის წერის დროს ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვერ ხედავს, ან აქვს სხვა სახის ფიზიკური ნაკლი და თვითონ ვერ წერს ანდერძს, ვინ შეიძლება მის ნაცვლად დაწეროს ანდერძი და როგორ?

- პირი, რომელიც ადგენს ანდერძს, აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატური, საღ აზრზე მყოფი, მას უნდა შეეძლოს საკუთარი ნება-სურვილის გააზრება და გამოვლენა მისთვის და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის გასაგებად. მოანდერძე აუცილებლად უნდა აწერდეს ხელს ანდერძს, ხოლო ანდერძს, რომელიც არ დგება სანოტარო ბიუროში, ხელს უნდა აწერდეს ორი მოწმე.

- თუ მამაკაცს ჰყავდა მეორე ცოლი და ისე გარდაიცვალა, რომ ანდერძი არ დაუწერია, რა უფლებები აქვს ქონებაზე გარდაცვლილის მეუღლეს?

- მეუღლეს მემკვიდრის უფლებები წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

- როდის და რა შემთხვევაში კარგავს ანდერძი ძალას?

- ანდერძი ძალას კარგავს, თუ მოანდერძე შეადგენს ახალ ანდერძს, თუ იგი არ არის შედგენილი კანონის დაცვით, თუ დადასტურდება, რომ მოანდერძეს არ ჰქონდა გონებრივი შესაძლებლობა ანდერძის შედგენის.

იხილეთ სრულად

myquiz