ნივთები სამზარეულოში, რომელთა შეცვლა და გადახალისება რემონტის ეფექტს შეგიქმნით | Allnews.Ge

ნივთები სამზარეულოში, რომელთა შეცვლა და გადახალისება რემონტის ეფექტს შეგიქმნით

ალბათ ბევრ დიასახლისს ჰქონია პერიოდი, როდესაც ძალიან მობეზრდა ძველი სახლი, განსაკუთრებით სამზარეულო და რაიმეს შეცვლა, განახლება, ერთი სიტყვით, რემონტის გაკეთება უნდა. სამწუხაროდ, მასშტაბური ცვლილებების განხორციელება ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა გამოსავალი არსებობს ყოველთვის და ამჯერად ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს, როგორ შეძლებთ მინიმალური დანახარჯებით ახალი ინტერიერის შექმნას.

სამზარეულოს ე.წ. წინსაფარი

win-1676013501.jpg

სცადეთ და უარი თქვით კერამიკულ ფილაზე სამზარეულოში და ჩაანაცვლეთ ის გრიფელის საფარით, გვერწმუნეთ, ლამაზიც არის და პრაქტიკულიც. ასეთ ზედაპირზე ნებ ისმიერი სასურველი წარწერის გაკეთებაც კი არის შესაძლებელი. მართალია, ცარცის ზედაპირი ცოტა რთული მოსავლელია, თუმცა ის შეგიძლიათ დაფაროთ შუშით და პრობლემა მოგვარდება.

გადაღებეთ გარნიტური

niv-1676013518.jpg

თუ სამზარეულოს გარნიტური მოგბეზრდათ და თავს ამის გამო გრძნობთ ცუდად, მარტივი გამოსავალია მისი გადაღებვა. თუმცა სანამ საღებავს შეიძენდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი თვისებები, რამდენად მდგრადი იქნება, ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ, მდგრადი აგრესიული საწმენდი საშუალებების მიმართ და ბოლოს, საღებავი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა.

დაამატეთ აქცენტები

ჩვეული ინტერიერი იმ წუთშივე გადასხვაფერდება, რაც მას რამდენიმე მკვეთრ აქცენტს დაუმატებთ. შეგიძლიათ ფერით გამოყოთ ღია თარო ან სტელაჟი, გააკეთოთ აქცენტი კედელზე და ა.შ. მთავარია, რომ აქცენტის ფერი შეესაბამებოდეს დანარჩენ ინტერიერს. იხილეთ სრულად